ავსტრალიელმა პოპ-მომღერალმა კაილი მონოუგმა ახალი სტუდიური ალბომის გამოსვლის შესახებ განაცხადა. ალბომში მისი ჰიტების სიმფონიური ვერსიები შევა.
დისკი სახელად "The Abbey Road Sessions"-ი 29 ოქტომბერს გამოვა. სიმღერების კრებული ლონდონის ლეგენდარულ სტუდია Abbey Road-ში ჩაიწერა.
ალბომზე მუშაობაში მონაწილეობა მომღერლის მუდმივი მომღერალთა გუნდის გარდა, მთელმა ორკესტრმა მიიღო.
დისკი The Abbey Road Sessions-ი მომღერლის 25 წლიან შემოქმედებით კარიერას აგვირგვინებს და მისი ყველაზე ცნობილი სიმფონიურად დამუშავებული 16 ჰიტისგან შედგება. ალბომში ცნობილი დუეტის - კაილი მინოუგისა და ნიკ კეივის სიმღერა Where The Wild Roses Grow-ს ახალი ვერსიაც მოხვდა, რომლისთვისაც კეივმა ვოკალური პარტია ხელახლა ჩაწერა.
ალბომში მომღერლის შემდეგი სიმღერების ახალი ვერსიებია შესული:
1. 'All The Lovers'
2. 'On A Night Like This'
3. 'Better The Devil You Know'
4. 'Hand On Your Heart'
5. 'I Believe In You'
6. 'Come Into My World'
7. 'Finer Feelings'
8. 'Confide In Me'
9. 'Slow'
10. 'The Locomotion'
11. 'Can't Get You Out Of My Head'
12. 'Where The Wild Roses Grow'
13. 'Flower'
14. 'I Should Be So Lucky'
15. 'Love At First Sight'
16. 'Never Too Late'
კაილი მინოუგის ახალი პროგრამის საკონცერტო ვერსიის პრემიერა 8 სექტემბერს ლონდონის ჰაიდ-პარკში, BBC-ის ორკესტრით თანხლებით გაიმართება.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.
იხილეთ ვიდეო: ძაფებით "შემოსილი" კაილი მინოუგი ახალი სიმღერა Timebomb-ის კლიპში