ჯულია რობერტსი: "ლამაზი ვარ, იმიტომ რომ, ბედნიერი ვარ"

ჯულია რობერტსი: "ლამაზი ვარ, იმიტომ რომ, ბედნიერი ვარ"

44 წლის მსახიობი ჯულია რობერტსი დარწმუნებულია, რომ სილამაზის საიდუმლო ბედნიერებაშია. ამის შესახებ ვარსკვლავმა ჟურნალ Hello!-სთან ისაუბრა. ჯულიას თქმით, ადამიანს სახეზე ეტყობა, რამდენად კმაყოფილია თავისი ცხოვრებით.

"გინდა ეს თუ არა, შენი ცხოვრება სახეზე გეტყობა. სწორედ ამიტომაა ბედნიერება სილამაზის საიუდუმლო. თუ ბედნიერი ხარ, მაშინ შესანიშნავად გამოიყურები", - განუცხადა ვარსკვლავმა ჟურნალ Hello!-ს.

მისივე თქმით, ბედნიერების შემდეგ სილამაზის შესანარჩუნებლად ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიკური ვარჯიში და ჯანსაღი კვებაა.

"ვცდილობ არ დავარღვიო ბალანსი და ხშირად მივირთვა ჯანსაღი პროდუქტი. ჩემი აზრით, ყველაზე ჯანსაღი წყალი და მწვანე პროდუქტებია", -აღნიშნა მსახიობმა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი უკვე დიდი ხანია მებაღეობითაა დაკავებული. მას საკუთარი სახლის ეზოში ბოსტნეული მოყავს და ქათმებს უვლის. მის სახლს მზის ენერგია ათბობს.

ჟულია რობერტსი 2012 AFI-ის დაჯილდოვებაზე

მომზადებულია Hello!-ს მიხედვით.

ასევე იხილეთ: ჯულია რობერტსის "მშვენიერი ცხოვრება" - მსახიობი Lancome–ის ახალი სუნამოს სახე გახდა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება