რობერტ პატინსონი გალოთდა

რობერტ პატინსონი გალოთდა

26 წლის მსახიობ რობერტ პატინსონისთვის საყვარელი ქალის ღალატი რთული გადასატანი აღმოჩნდა. ვარსკვლავი გამუდმებით სვამს, გადაღებებზეც კი ბოთლით ხელში დადის და როგორც რობერტის ნათესავები მიიჩნევენ, ბიჭს უკვე მკურნალობა სჭირდება. 

რობერტს ალკოჰოლთან პრობლემები პირველად არ აქვს. ვარსკვლავი აქტიურად სვამდა 5-7 წლის წინათაც.

"ფილმ "კოსმოპოლისის" გადაღებებზე ის ყოველდღე მთვრალი მოდიოდა, მაგრამ ახლა მისი ალკოჰოლზე დამოკიდებულება უკონტროლოა. ის არაყს ეტანება და სიმარტოვეში თვრება", - აცხადებს წყარო.

ვარსკვლავს შეყვარებულმა, კრისტენ სტიუარტმა რეჟისორ რუპერტ სანდერსთან უღალატა. მართალია ყოფილი წყვილის ახლო მეგობრები აცხადებენ, რომ კრისტენი ნანობს და რობერტიც მზადაა აპატიოს, მაგრამ შერიგება მაინც არ გამოვიდა. მეგობრებს მიაჩნიათ, რომ რობერტს კრისტენთან შერიგება ვერ უშველის, მას სარეაბილიტაციო ცენტრის დახმარება სჭირდება.

მომზადებულია lady.ru-ს მიხედვით.

ასევე იხილეთ: ”ლამაზი მეგობარი” - რობერტ პატისონისა და უმა თურმანის მონაწილეობით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება