ნორვეგიის შრომის პარტიის ახალგაზრდული ფრთა კუნძულ უტოიაზე საზაფხულო ბანაკს აღადგენს. კუნძულზე 2011 წელს ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა 69 ადამიანი მოკლა.
ორგანიზაციის ლიდერის, ესკილა პადერსენის თქმით, კუნძულის აღდგენით იქ დაღუპულ ადამიანებს პატივს მიაგებენ. საზაფხულო ბანაკის აღსადგენად დაახლოებით 10 მლნ დოლარი დაიხარჯება, რომელიც კერძო შემოწირულობით შეგროვდება.
კუნძულზე ახალ შენობებს ააშენებენ, რომლებსაც საკონფერენციო დარბაზები, შეხვედრებისთვის განკუთვნილი ოთახები, სასადილოები, სამზარეულოები, ტერასები და საათიანი კოშკურა ექნება. გარდა ამისა, ღია ცის ქვეშ სცენის, ახალი ნავმისადგომის და საფეხბურთო მოედნის აგება იგეგმება. ასევე განახლდება განათების სისტემა.
კუნძულის სამხრეთ-დასავლეთში ტერაქტის მსხვერპლთა პატივსაცემად მემორიალს აღმართავენ. სამუშაოები 2014 წელს დასრულდება.
ხალხი, მათ შორის ტერაქტის დროს გადარჩენილი ადამიანები, უტოიაზე ბანაკის აღდგენის წინააღმდეგნი არიან.
24 აგვისტოს ანდერს ბრეივიკს 21 წელი მიუსაჯეს.
მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.