დიანა ღუწკაია: "მომეწონა, რომ ნიუ-იორკში სიბრალულით არ მიყურებდნენ"

დიანა ღუწკაია: "მომეწონა, რომ ნიუ-იორკში სიბრალულით არ მიყურებდნენ"

რუსული შოუ-ბიზნესის ქართველი ვარსკვლავი, დიანა ღურწკაია ახლახან აშშ-დან დაბრუნდა. მომღერალმა ოჯახთან ერთად ნიუ-იორკში რამდენიმედღიანი დასვენება მოიწყო, რითაც მეუღლის, პეტრ კუჩერენკოს სადოქტორო დისეტრაციის დაცვა აღნიშნა. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის სამახსოვროდ დიანამ ქმარს თეთრი ოქროსგან დამზადებული საკინძეებიც უსახსოვრა.

ნიუ-იორკული არდადეგები ცოლ-ქმარმა აქტიურად გამოიყენა - სანამ კუჩერენკო ამერიკელ კოლეგებს იურისპრუდენციაში თავის ახალი ნაშრომს უზიარებდა, დიანამ ადგილობრივ პრესტიჟურ კლუბებში კონცერტები გამართა. წყვილმა ღისშესანიშნაობების დათვალიერებაც მოასწრო და შვილთან, 4 წლის კოსტიასთან ერთად დისნეი-ლენდშიც გაისეირნა.

შინ დაბრუნებულმა მომღერალმა განაცხადა, რომ ნიუ-იორკში ყველაზე მეტად ხალხით მოიხიბლა.

"შევამჩნიე, რომ იქაური ადამიანები, ასევე მომსახურე პერსონალი, სიბრალულით არ მიყურებდნენ. როგორც წესი, ჩემთან საუბრისას ადამიანები ხმასაც იმაღლებენ, თითქოს რაკი ბრმა ვარ, აუცილებლად ყრუც ვიქნები. ნიუ-იორკში კი ასეთი არაფერი შემინიშნავს", - აცხადებს მომღერალი.

დიანა ღურწკაიას წინ აქტიური მუშაობა ელის. ის ახალი საზოგადოებრივი პალატის წევრია. გარდა ამისა, აქტიურად არის ჩაბმული მოსკოვში ინკლუზიური საბავშვო ბაღის რეორგანიზაციის პროცესში. ბაღიდან, სადაც ჯანმრთელი პატარები უნარშეზღუდულ ბავშვებთან ერთად სწავლობენ, მისი შვილი კოსტია ცოტა ხნის წინ გარიცხეს. დიანა დარწმუნებულია, რომ ბაღის ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო გადადგა.

"მე მოსკოვის განათლების დეპარტამენტის წინააღმდეგ წავედი, რომელმაც ეს უნიკალური ბაღი პედაგოგიურ ინსტიტუტს დაუქვემდებარა და ახალბედა პრაქტიკანტების ასპარეზად აქცია. არაკომპეტენტური კადრები კი ამ უნიკალურ დაწესებულებას გაანადგურებს", - აცხადებს მომღერალი.

მომზადებულია sobesednik.ru-ს მიხედვით.

ასევე იხილეთ: დიანა ღურწკაიასა და დავით კენჭიაშვილის "სატრფიალო"

დიანა ღურწკაიას ამაღელვებელი ვალსი შოუში "ცეკვავენ ვარსკვლავები"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება