MSPO-2012

MSPO-2012

პოლონეთის ქალაქ კელცში შეიარაღებისა და თავდაცვითი მრეწველობის მორიგი საერთაშორისო გამოფენა MSPO გაიხსნა. ის რეგულარული ხასიათისაა და მასში შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი წამყვანი კომპანიები მონაწილეობენ.

ექსპონატების მრავალრიცხოვნებით გამოფენის მასპინძელი ქვეყანა გამოირჩეოდა. უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ტექნიკის წარმოებაში პოლონეთი ევროპის სხვა სახელმწიფოებს არაფრით ჩამორჩება. წლევანდელ MSPO-ზე, პოლონელებმა საკუთარი ჯავშანტრასნპორტიორ Rosomak-ის რამდენიმე ახალი ვარიანტი წარმოადგინეს. მათ შორის "გრომის" ტიპის საზენიტო და "სპაიკის" ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით შეიარაღებული მოდიფიკაცია. ორივე ტიპის რაკეტები ერთიან მოდულში თავსდებიან. მასზევე მაგრდება დამიზნების სისტემები.

გამოფენაზე წარმოდგენილი "როსომაკის" კიდევ ერთი ახალი მოდიფიკაცია - 105 მმ-იანი ქვემეხით შეიარაღებული საცეცხლე მხარდაჭერის მანქანა Wilk-ია (პოლონურად "მგელი"). სხვა მოდელების მსგავსად მისი თვლების ფორმულაც 8x8-ზეა.

ახალი იტალიური ჯავშანტრანსპორტიორი Hipopotam. ჯერჯერობით მისი მხოლოდ ერთი პროტოტიპი არსებობს, რომელიც გამოცდას გადის. თვლების ფორმულა 8x8, მოდულური კონსტრუქცია, დაცვის დონის რეგულირება კი ჯავშანფილების სისქის ცვლილების ხარჯზე შეიძლება. დიდი წონის მიუხედავად, (32 ტ) მანქანა ამფიბიის ტიპისაა და წყალში ორი წყალმტყორცნის გამოყენებით გადაადგილდება.

პოლონური წარმოების თვითმავალი 155 მმ-იანი საარტილერიო დანადგარი Krab. ის ანალოგიური კალიბრის მქონე ბრიტანული თვითმავალი AS-90M-ის ლიცენზირებული ვარიანტია. პრაქტიკულად ერთი-ერთზე აღებულ ბრიტანულ კოშკურას პოლონეთში წარმოებულ კორპუსზე დგამენ. ძრავასა და სავალ ნაწილს კი პოლონეთშივე წარმოებული ტანკიდან იყენებენ. ამჟამად სამი პროტოტიპია აგებული. პერსპექტივაში, პოლონეთის არმია 72 ერთეულის შეძენას გეგმავს.

პოლონური წარმოების ტანკი PT-91. ის საბჭოური T-72-ის ლიცენზირებული ასლია. პირველი პროტოტიპები 1993 წელს დამზადდა. ორი წლის თავზე კი ტანკი შეიარაღებაში მიიღეს. შემდგომ პოლონელებმა ის გააუმჯობესეს და საკუთარ მოთხოვნებს მოარგეს. პოლონეთის არმიისთვის სულ 232 ასეთი ტანკი დამზადდა. კიდევ 48 ერთეული მალაიზიამ შეიძინა.

ებრაული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი

ამ შვეულმფრენს - S-70i Black Hawk აშშ-სგან შეძენილი ლიცენზიით პოლონეთი თვითონ აწარმოებს.

თავდაცვითი შეიარაღების სფეროში საკუთარი ადგილი საინჟინრო ტექნიკას, მათ შორის ბულდოზერებსაც აქვთ. სხვათა შორის, ისრაელი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომლის არმიის შეიარაღებაშიც ჯადავშნული საბრძოლო ბულდოზერებია.

ნუკრი მგელაძე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე