ჯეისონ ბიგზი - "პოპულარული პენისმა გამხადა"

ჯეისონ ბიგზი - "პოპულარული პენისმა გამხადა"

ბევრმა მისი სახელიც არ იცის - "ამერიკულ ნამცხვარში" შესრულებული მთავარი როლის შემდეგ მას ხშირად ეძახიან "ბიჭს, რომელიც ნამცხვარს "ჟიმავდა".

დოსიე

მედდისა და მენეჯერის ოჯახში დაიბადა ნიუ-ჯერსიში. წარმოშობით იტალიელია.

ბიგზმა 13 წლისამ დაიწყო კარიერა. 1991 წელს ტელეარხ "ფოქსზე" ჰქონდა დებიუტი ტელესერიალში "სანამ სამყარო ტრიალებს", მერე ბროდვეის დადგმებშიც მონაწილეობდა. თეატრალური როლებისთვის Eმმყ Aწარდს-იც კი აქვს მიღებული.

ამ ყოველივეს გამო ვერ შეძლო კოლეჯის დამთავრება. ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტში რამდენჯერმე სცადა სწავლა, მაგრამ დატვირთული გრაფიკის გამო ვერ მოაბა თავი.

1997 წელს პირველი კინოროლი მიიღო ფილმში "არდადეგები ელვის პრესლისთან".

"ამერიკული ნამცხვრის" წარმატების შემდეგ ბიგზს უფრო ხშირად იღებდნენ. ახლა უკვე პოპულარული მსახიობია, თუმცა ყველაზე ხშირად ისევ მის ძველ "თავგადასავლებს" იხსენებენ. ამ დღეებში 34 წელი შეუსრულდა და უცნაურ პოპულარობას სულაც არ თაკილობს. "ამ როლმა მდიდარი გამხადა და მთელი სამყარო შემოვიარე - ამაზე ხომ ნებისმიერი ოცნებობს", - ამბობს ჯეისონ ბიგზი.

ქალი თაყვანისმცემლების რიცხვმაც იმატა ფილმის წარმატების შემდეგ, თუმცა ჯეისონს დიდი ხანია რჩეული ჰყავს, რომელზეც 2008 წელს იქორწინა კიდეც. დღეს მსახიობი თავის მეუღლე ჯენი მოლენთან ერთად ლოს-ანჯელესში ცხოვრობს.

"მეკითხებიან, ის არ ხარ, ნამცხვარს რომ ჟიმავდიო?"

- მესამე "ამერიკული ნამცხვრის" გამოსვლიდან ცხრა წელი გავიდა. როგორ ჩაიარა მეოთხე ნაწილზე მუშაობამ, როგორ შეხვდით მსახიობები?

- ეს სუპერი იყო. პირველი ფილმი 1999 წელს გადავიღეთ - შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ შევიცვალეთ ყველანი. ისევ შევხვდით და ისევ ვიგრძენით თავი ხულიგნების ბანდად. აშკარაა, რომ გავიზარდეთ და ამის კომპენსირებისთვის ნამდვილ მოზარდებად ვიქეცით მოედანზე.

- საზოგადოება ალბათ თავს გარიდებდათ?

- აშკარად. რამდენჯერმე რესტორანში გავძვერით და სრული ბოდვით დავასრულეთ. წარმოიდგინეთ, შემოდის ხალხი სავახშმოდ, მაგრამ გვხედავს და ამბობს: ამის დედაც, ესენი "ნამცხვრის" ტიპები არიან, რა ჯანდაბაა, ეს რა, ბორდელია? ყველას ეგონა, რომ ჩვენ ტელეშოუს გმირები ვიყავით და ფარული კამერა დაგვდევდა. ერთხელ პირდაპირ ჩვენს მაგიდასთან ახლოს გოგონებმა მოაწყვეს აღვირახსნილი წვეულება და დესერტად ჰქონდათ პენისის ფორმის უშველებელი ნამცხვარი.

- და რა მოხდა?

- რა და... უკეთესი პენისი ცხოვრებაში არ მიჭამია (იცინის).

- ამ წლების შემდეგ კვლავ იმ სცენას გიხსენებენ პირველი ფილმიდ­ან, რომელშიც ვაშლის ნამცხვარს "ჟიმავდი"?

- რა თქმა უნდა. დღემდე მეტზე არაფერზე ლაპარაკობენ. უცებ რომ შევხვდები ვიღაცას და ჩემს სახელს გაიგებს, პირველს მაგას მეკითხება, ის ვარ თუ არა, ვინც მაგას სჩადიოდა?

- მერე, არ მოგბეზრდა?

- არა, დიდი ხანია მივეჩვიე. სიმართლე რომ ვთქვათ, სწორედ ამ სცენის დამსახურებაა ბევრი რამ. როცა მას არ გაიხსენებენ, ის დღე ჩემთვის აშკარად ცუდი იქნება.

"პასპორტი ორჯერ შევცვალე"

- როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება მას მერე, რაც ფილმის პირველ ნაწილში ითამაშე?

- ახლა მდიდარი ვარ. თაყვანისმცემლები დამდევდნენ, მაგრამ ვიქორწინე, თანაც არა ერთ-ერთ მათგანზე. ცნობილი მსახიობი გავხდი. პირველ ნაწილამდე არასდროს დამიტოვებია აშშ, ამ როლის მერე კი ჩემი პირველი პასპორტი ავიღე. მას მერე ორჯერ მომიხდა შეცვლა - იმდენი ბეჭედი ესვა, გვერდები აღარ ეყო.

- ბოლო ნაწილში როგორ შეაფასებ შენს როლს?

- თუ მოკლედ ვიტყვი, ჩემი "ღირსება" კვლავ სათანადო სიმაღლეზეა (იცინის). საერთოდაც, ამ სურათში იმდენი აქცენტია სექსზე, მისთვის "ამერიკული ნამცხვარი" აღარ უნდა დაერქმიათ...

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება