აბრამოვიჩის ადვოკატი რეკორდულ ჰონორარს - 12 მლნ დოლარს მიიღებს

აბრამოვიჩის ადვოკატი რეკორდულ ჰონორარს - 12 მლნ დოლარს მიიღებს

რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის ადვოკატი ჯონათან სამპშონი დიდი ბრიტანეთისთვის რეკორდულ ჰონორარს, 12 მლნ დოლარი მიიღებს. მან საქმე - ”ბერეზოვსკი აბრამოვიჩის წინააღმდეგ” მოიგო.

ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, იურისტმა 9,2 მლნ დოლარი სასამართლო პროცესისთვის მომზადებასა და სხდომაზე გამოსვლაში, ხოლო  3,2 მლნ დოლარი საკუთარი მომსახურების რეზერვაციაში გამოიმუშავა.

ბორის ბერეზოვსკის ინტერესების წარმომადგენელმა ადვოკატმა, ლორენს რაბინოვიჩმა 4-ჯერ ნაკლები თანხა 4,5 მლნ დოლარი მიიღო.

ორივე მხარის ხარჯების გადახდა ბერეზოვსკის მოუწევს, რომელმაც, უკვე განაცხადა, რომ სასამართლოში სამპშონის შთამბეჭდავ ჰონორარს გაასაჩივრებს. 

საქმის მოსმენები 2011 წლის ოქტომბერში დაიწყო. 65 წლის ბიზნესმენმა საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" მფლობელი ღალატსა და შანტაჟში დაადანაშაულა და საკუთარი ზარალი 5,5 მლნ დოლარად შეაფასა.

31 აგვისტოს მოსამართლე ელიზაბეტ გლოსტერმა განაჩენი რომან აბრამოვიჩის სასარგებლოდ გამოიტანა და ბერეზოვსკის ყველა ბრალდება უარყო.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა