რუსი სუპერმოდელი ნატალია ვოდიანოვა მოსკოვში Fashion’s Night Out -ზე ექსტრავაგანტული იმიჯით წარსდგა. ჟურნალ Vogue -ის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო მოდურ მარათონზე ნატალიამ წითელი კაბა და წითელი პარიკი მოირგო. მოდელი დაცინვის ობიექტი გახდა.
ვოდიანოვა საზეიმო თუ ოფიციალურ ღონისძიებებზე ხშირად ირჩევს წითელ ფერს. ამ ფერის სამოსით ის ძირითადად, თავისსავე მოწყობილ საღამოებზე იწონებს თავს, თუმცა არცთუ დიდი წარმატებით.
ზაფხულში, საკუთარი ინიციატივით გამართულ White Fairy Tale Love-ის საქველმოქმედო საღამოზე ყველა სტუმარი ქათქათა თეთრ სამოსში იყო გამოწყობილი, დიასახლისმა კი ისევ წითელი კაბა არჩია. გასული წლის ანალოგიურ ღონისძიებასაც ის წითლებით ესწრებოდა, თუმცა კოჭებამდე სიგრძის ნაცვლად, მან მუხლზემოთ თამამად გადაჭრილი კაბა შეარჩია.
წითელი კაბის ფრიალით მასპინძლობდა ის თავისსავე დაარსებულ საქველმოქმედო ფონდის, "გაშიშვლებული გულების" მე-5 წლისთავის საზეიმო მიღებას. ვოდიანოვა ალისფერს არც ცნობილი დიზაინერების მიერ მოწყობილ საღამოებზე ღალატობს, იქნება ეს Hogan-ი, კარლ ლაგერფილდი თუ ვალენტინო.
მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.