სკარლეტ იოჰანსონის ყოფილი მეუღლე, მსახიობი რაიან რეინოლდსი და ლეონარდო დი კაპრიოს ყოფილი საყვარელი, სერიალ "ჭორიკანას" ვარსკვლავი ბლეიკ ლაივლი გუშინ სამხრეთ კაროლინაში მეგობრების ვიწრო წრეში დაქორწინდნენ.
ამის შესახებ ამერიკული ჟურნალი People რაიან რეინოლდსის და ბლეიკ ლაივლის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს. თავად ჰოლივუდის მსახიობები ამ მოვლენაზე კომენტარს არ აკეთებენ.
წყვილმა ურთიერთობა ერთწლიანი რომანის შემდეგ დააკანონა. ცერემონია Boone Hall Plantation-ში გაიმართა.
სტუმრებისთვის თეთრი კარვები გაშალეს. ქორწილზე ბლეიკის მეგობარმა, ფლორენს უელჩმა იმღერა. მან წყვილისთვის სამი სიმღერა შეასრულა. ცერემონიის საპატიო სტუმარი ლაივლის და და დედა გახდნენ, მათ მსახიობი ბეტ იდლერი ახლდა.
35 წლის ჰოლივუდის მსახიობმა რაიან რეინოლდსმა და 25 წლის ბლეიკ ლაივლიმ ფილმ "მწვანე ლამპიონის" გადასაღებ მოედანზე გაიცნეს ერთმანეთი. უკვე რამდენიმე თვეა წყვილი ერთად ცხოვრობს. მათ აპრილში ბედფორდში 2 მლნ დოლარად სახლი შეიძინეს.
მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.