ნიუ-იორკში ტერაქტის დროს გავრცელებულ ტოქსიკურ მტვერს შეეძლო სიმსივნური ხასიათის დაავადებები გამოეწვია

ნიუ-იორკში ტერაქტის დროს გავრცელებულ ტოქსიკურ მტვერს შეეძლო სიმსივნური ხასიათის დაავადებები გამოეწვია

აშშ-ის მთავრობამ აღიარა, რომ 2011 წელს ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის დროს გავრცელებულ ტოქსიკურ მტვერს შეეძლო მანჰეტენის შორიახლოს მცხოვრებ მოქალაქეებში, ასევე, იმ მეხანძრეებში და პოლიციელებში, რომლებიც ტერაქტის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში იღებდნენ მონაწილეობას, სიმსივნური ხასიათის დაავადებები გამოეწვია, - იტყობინება New York Post.

”გაგვაჩნია ახალი სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ ტოქსიკურ მტვერს არა მხოლოდ რესპირატორული სახის დაავადებების გამოწვევა შეეძლო, არამედ მისი ზემოქმედებით ადამიანები სიმსივნითაც დაავადდნენ”, - აცხადებს დაზარალებულთა ადვოკატი მაიკლ ბარაშა.

დღემდე, ტოქსიკური მტვრით გამოწვეული სხვადასხვა სახის სიმსივნური დაავადებით 400-მდე ადამიანი გარდაიცვალა.

დაავადებულებს და დაღუპულთა ოჯახებს, 2006 წელს სიმსივნით გარდაცვლილი 34 წლის პოლიციელის, ჯეიმს ზადროგას სახელობის კანონის თანახმად გამოუყოფენ კომპენსაციას. კანონპროექტს ამერიკის პრეზიდენტმა 2011 წლის იანვარში მოაწერა ხელი.

ხელისუფლება დათანხმდა 10 ათასამდე დაზარალებულს საერთო ჯამში 657 მილიონი დოლარის ოდენობის კონპენსაცია გადაუხადოს.

2001 წელს ნიუ-იორკის ცენტრში სავაჭრო ცენტრზე და პენტაგონის შტაბბინაზე მომხდარი თავდასხმების შედეგად, რომელზეც პასუხისმგებლობა ”ალ-ქაიდამ” აიღო, 2973 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 343 მეხანძრე და 60 პოლიციელი.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა