ჯენიფერ ენისტონს ბედნიერებაში ხელს საქმროს ცხვირი უშლის

ჯენიფერ ენისტონს ბედნიერებაში ხელს საქმროს ცხვირი უშლის

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯენიფერ ენისტონი მსახიობ ჯასტინ ტერუსთან ქორწილისთვის ემზადება. მსახიობმა ქორწილის ადგილი და ტანსაცმლის დიზაინერი უკვე შეარჩია. ერთადერთი, რაც ჯენიფერს საქორწილო სამზადისში ხელს უშლის, საქმროს წვეტიანი ცხვირია. სწორედ ამიტომ, ენისტონმა ტერუ პლასტიკურ ქირურგთან გაუშვა.

როგორც ჩანს, ეფექტური გარეგნობის ჯასტინი ჯენიფერს მაინც არ მოსწონს. ენისტონს საყვარლის გარეგნობის იდეალურთან მიახლოება სურს, მაგრამ თავად ტერუ ამის წინააღმდეგია.

"მათ ლამის ომი გააჩაღეს იმის გამო, რომ ჯენიფერი ჯასტინს ყოფილ ქმარს, ბრედ პიტს ადარებს. ტერუ პატივმოყვარე ადამიანებს არ ეკუთვნის, რომელთათვის გარეგნობა მნიშვნელოვანია. ტერუს ცხვირი გრძელი ჩანს და ჯენიფერი ამის გამო ნერვიულობს",- აცხადებს წყვილის მეგობარი.

თავად ენისტონი ირწმუნება, რომ ტერუ ღამით ხვრინავს და პლასტიკურ ქირურგთან სწორედ ამიტომ მიიყვანა.

რაც შეეხება ქორწილს, ჯასტინი ჯენიფერს ყველაფერში მხარს უბამს. როგორც მსახიობი ოცნებობდა, ცერემონია წლის ბოლოს, მექსიკის სანაპიროზე გაიმართება. პატარძალს ვიქტორია ბექჰემის კაბა ეცმევა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

ასევე იხილეთ: ჯენიფერ ენისტონის მხიარული ფოტოსესია მამაკაცების ჟურნალისთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება