იაპონიის მინისტრმა თავი სტატიის გამო მოიკლა

იაპონიის მინისტრმა თავი სტატიის გამო მოიკლა

იაპონიის ფინანსური მომსახურების საქმეთა და საფოსტო რეფორმის მინისტრმა ტადახირო მაცუსიტამ თავი გამოუქვეყნებელი სტატიის გამო მოიკლა.

იაპონური ჟურნალ "სიუკან სინსეს" რედაქციაში განაცხადეს, რომ ოთხშაბათს მათ გამოცემაში მაცუსიტასა და მისი საყვარლის შესახებ სტატია უნდა გამოქვეყნებულიყო.

73  წლის იაპონელი მინისტრი 10 სექტემბერს ტოკიოში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მინისტრმა თავი ჩამოიხრჩო.

ტადახირო მაცუსიტა ეროვნული პარტიის წევრი იყო და ერთდროულად რამდენიმე მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, კერძოდ, სოციალური დაზღვევის სისტემის და დაბეგვრის, კოსმოსის კვლევისა და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოლიტიკის.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა