დემი მური ეშტონ კატჩერზე წიგნს დაწერს

დემი მური ეშტონ კატჩერზე წიგნს დაწერს

ჰოლივუდის მსახიობი დემი მური მეუღლე ეშტონ კატჩერთან თანაცხოვრების ინტიმურ დეტალებზე წიგნს დაწერს. დემი მურმა გადაწყვიტა, პირადი დრამის წყალობით ფული იშოვოს და მეუღლესაც სამაგიერო გადაუხადოს.

მურს ახალგაზრდა მსახიობთან თანაცხოვრებაზე მემუარების დაწერა ერთ-ერთმა გამომცემლობამ შესთავაზა. მთავარი პირობა დემის გულახდილობა იქნება. ვარსკვლავის ანგარიშზე ავანსი უკვე გადარიცხეს. მსახიობი ჰონორარის სახით 2 მლნ დოლარს მიიღებს.

დემი მური და ეშტონ კატჩერი ჯერ ოფიციალურად განქორწინებულებიც კი არ არიან და მსახიობი უკვე მზადაა, მათ 6-წლიან თანაცხოვრებაზე დეტალურად ისაუბროს - როგორ შეუყვარდა მასზე 15 წლით უმცროსი კატჩერი, მეუღლის ღალატსა და მასთან მტკივნეულ დაშორებაზე. დემი საკუთარ მემუარებში ცალკე თავს მილა კუნისს დაუთმობს, რომელიც ამჟამად მის ყოფილ მეუღლეს ხვდება.

მომზადებულია stvchannel.ru-ს მიხედვით.

ასევე იხილეთ: დემი მურის პირველი ფოტოსესია რეაბილიტაციის შემდეგ

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება