ემა უოტსონს პრემიერაზე მკერდი გაუშიშვლდა

ემა უოტსონს პრემიერაზე მკერდი გაუშიშვლდა

მსახიობი ემა უოტსონი ახალი ფილმის - "კარგია იყო წყნარი" პრემიერაზე პიკანტურ სიტუაციაში აღმოჩნდა. 22 წლის ვარსკვლავი პრემიერაზე ხორცისფერი კაბით მივიდა. ჰაეროვანი კაბა წვრილ ბრეტელებს ეჭირა.

ფოტოგრაფების წინაშე პოზირებისას მსახიობს კაბა გვერდით გაუცურდა და მკერდი გამოუჩნდა. პაპარაცებმაც დრო იხელთეს და ვარსკვლავს ფოტოები გადაუღეს. მსახიობმა პრობლემა მალევე შეამჩნია და კაბა გაისწორა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ემა ტანაცმლის გამო უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

2009 წელს ფილმ "ჰარი პოტერი და ნახევარპრინცის" პრემიერაზე ის გრძელი კაბით მივიდა, რომელსაც მთელი საღამო ქარი აფრიალებდა და ემას ქვედა საცვალი უჩანდა. გარდა ამისა, პაპარაცები ემას პიკანტურ სიტუაციებში ხშირად იღებენ. კერძოდ, როდესაც იგი ლიმუზინიდან მოუხერხებლად გადმოდის, ან გლამურულ ღონისძიებებზე მოულოდნელად დეკოლტე ეხსნება.

ემა უოტსონი ფილმის კარგია იყო წყნარის პრემიერაზე

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

ასევე იხილეთ: ემა უოტსონი ჟურნალ "Glamour"–ის გარეკანზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება