ბრედ პიტი: ”მამობა უფრო რთულია, ვიდრე ფილმში თამაში”

ბრედ პიტი: ”მამობა უფრო რთულია, ვიდრე ფილმში თამაში”

ჰოლივუდის მსახიობმა, ბრეტ პიტმა აღიარა, რომ მისთვის მამობა გაცილებით რთულია, ვიდრე მძაფრსიუჟეტიან ფილმში მთავარი როლის შესრულება. მსახიობი, რომელიც ანჯელინა ჯოლისთან ერთად ექვს შვილს ზრდის, ამბობს, რომ ბავშვებთან თამაშის შემდეგ უფრო მეტი ჩალურჯებული ადგილი დარჩენია სხეულზე, ვიდრე ბოლო ფილმის - "კაზინოს ძარცვის" გადასაღებ მოედანზე სახიფათო ილეთების შესრულებისას.

"მტკივნეულია თუ არა ეს? რა თქმა უნდა. ზურგი ჯერ ისევ ტკაცუნებს, - განაცხადა კინოვარსკვლავმა ჟურნალ Showbiz Spy-სთან ინტერვიუში, - სკოლისთვის ბავშვების მომზადებაც ნაკლებად მტკივნეული არ არის".

ბრედი და ანჯელინა, რომლებიც ამჟამად საქორწინო სამზადისში არიან, ცერემონიის ზუსტ თარიღს არ ამხელენ, თუმცა ამბობენ, რომ ის დიდ ბრიტანეთში გაიმართება.

"დაქორწინებას ვაპირებთ, მაგრამ ქორწინების თარიღი ჯერ არ განგვისაზღვრავს, ბავშვები კი მოუთმენლად ელიან ამ ამბავს. შესაძლოა, დიდ ბრიტანეთში ვიქორწინოთ. აქ ისეთი შესანიშნავი ზაფხული გავატარეთ, ჩვენთვის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის დროს აქ ვიყავით", - აღნიშნა პიტმა.

მომზადებულია Showbiz Spy-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება