ჯორჯ კლუნი საყვარელს დაშორდა

ჯორჯ კლუნი საყვარელს დაშორდა

ჰოლივუდის ცნობილი ბერბიჭა, მსახიობი ჯორჯ კლუნი საყვარელს, მსახიობ სტეისი კეიბლერს დაშორდა. კლუნი და სტეისი ერთმანეთს ერთი წელი ხვდებოდნენ; ჰოლივუდში ყველაზე სასურველი მამაკაცი კვლავ თავისუფალია.

მათი დაშორების შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ჟურნალი The Sun სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობილია, რომ ჯორჯი ლამაზმანებს ხშირად იცვლის და დაქორწინებული მამაკაცის ამპლუა არ მოსწონს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაცია მოულოდნელობა იყო, რადგანაც სტეისი აცხადებდა, რომ ერთადერთი ქალია, რომელმაც ჯორჯის გული მოიგო და მალე მისი მეუღლეც გახდებოდა. სტეისიმ მეგობრებს განუცხადა, რომ ის და ჯორჯი მეგობრულად დაშორდნენ.

"სტეისი ამბობს, რომ ჯორჯი კვლავ მარტო ცხოვრებას ამჯობინებს და დაქორწინებას არ აპირებს", - ამბობს The Sun-ის წყარო.

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება