ვარსკვლავების ყველაზე ორიგინალური გატაცებები

ვარსკვლავების ყველაზე ორიგინალური გატაცებები

მათ ყველა იცნობს, როგორც მსახიობებსა თუ შოუმენებს, უკიდურეს შემთხვევაში - როგორც სკანდალური ქრონიკების გმირებს. თუმცა ყველას, ყველაზე ცნობილსა და საქმიანსაც კი, აქვს რაიმე სხვა გატაცება ან საქმე. სწორედ ამ ვარსკვლავურ ჰობიზე ვილაპარაკებთ და გადავავლებთ თვალს, ვინ რით არის დაკავებული თავისუფალ დროს.

დიტა ფონ ტიზი თავისუფალ დროს თურმე ქალის თეთრეულს, უფრო სწორად, საცვლებს აგროვებს. ინტიმური დეტალებისადმი სიყვარული მოზარდობის ასაკში გასჩენია, როცა მამამისის საყვარელ ჟურნალ "პლეიბოის" ფურცლავდა. მაშინ ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ ამ ჟურნალის გარეკანზეც ბევრჯერ მოხვდებოდა და ქალის თეთრეულის უამრავ რეკლამაშიც მოუწევდა მონაწილეობის მიღება.

ჯონ ტრავოლტას ძალიან უყვარს ცა და თვითმფრინავები. იმდენად, რომ მართვაც ისწავლა და იყიდა ბოინგ-707, რომელსაც თავისი შვილების სახელი დაარქვა. ასე რომ, უქმეებზე ტრავოლტას ნახვა ძირითადად ცაში შეიძლება, თვითმფრინავის საჭესთან.

ანჯელინა ჯოლის გატაცება ყველასთვის ცნობილია, რადგან ის თვალსაჩინოა - ენჯის ტატუირებები უყვარს. ამჟამად 13 ტატუ აქვს. თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელიან მისი მორიგი ახალი ტატუს გამოჩენას.

ჯერჯერობით ენჯი ბავშვების მოვლა-პატრონობით არის დაკავებული და "კოლექცია" დიდი ხანია არ გაუმდიდრებია.

ჯონი დეპს მეტად ექსტრავაგანტური გატაცება ჰქონია. ის აგროვებს... მტრედების ჩონჩხებს. საინტერესო სანახავი იქნებოდა, როგორ ნადირობს "ჯეკ ბეღურა" საბრალო "მშვიდობის ფრინველებზე".

ჯასტინ ტიმბერლეიკს, როგორც ჭეშმარიტ ამერიკელს, კალათბურთი უყვარს. თანაც, მხოლოდ ყურება კი არა, თამაშიც. არც ისე ორიგინალური გატაცებაა, თუმცა ჯანმრთელობისთვის აშკარად სასარგებლო.

მადონას უცნაური ჰობიც ყველასთვის ცნობილია. სკანდალებისა და ეპატაჟის მოყვარული ვარსკვლავი ბავშვებისთვის ზღაპრებს წერს და ძალიან უყვარს მათი ხმამაღლა კითხვა საბავშვო აუდიტორიისთვის. მისი ზღაპრები ბავშვებსაც მოსწონთ და სიამოვნებით უსმენენ "მადონა დეიდას".

ლედი გაგას უცნაური ჰობი აქვს - ჩაის ფინჯნებს აგროვებს და ყოველთვის დაატარებს კოლექციიდან ერთ ექსპონატს გასტროლებზე. ეს ეხმარება თურმე, რომ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მყოფმა თავი ისე იგრძნოს, როგორც სახლში.

არნოლდ შვარცენეგერი, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ გმირობის მოყვარული არ ყოფილა. მას თურმე ჭადრაკის თამაში ჰყვარებია და არც ისე ცუდი შედეგები ჰქონია.

როგორც ჩანს, ძალისმიერი სპორტის მოყვარულს ჭკუის ასამოძრავებელი სპორტიც ხიბლავს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება