ჯასტინ ბიბერმა ახალი წიგნი დაწერა

ჯასტინ ბიბერმა ახალი წიგნი დაწერა

თინეიჯერმა მომღერალმა, ჯასტინ ბიბერმა, ახალი, რიგით მეორე წიგნი დაწერა. წიგნი გაყიდვაში დღეს გამოდის. მას "ჯასტინ ბიბერი: ყველაფერი ახლა იწყება" ქვია.

ახალგაზრდა მომღერლის ცხოვრება იმდენად აქტიურია, რომ პირველი წიგნის გამოსვლიდან სულ რაღაც 2 წელში მომღერალმა საკუთარ ცხოვრებას მეორე ავტობიოგრაფია მიუძღვნა.

"არ მინდა ისტორიაში მორიგ, ჩვეულებრივ "ლამაზმან ბიჭად" დავრჩე. ეს ძალიან მაღიზიანებს. უნდა დავუმტკიცო ხალხს, რომ ჩემთან დაკავშირებით ცდებიან", - განაცხადა ჯასტინ ბიბერმა.

მომღერლის თქმით, პირველი ნაბიჯი ამ მიზნისკენ მისი ახალი ალბომი - Believe იყო.

წიგნი გაყიდვაში 13 სექტემბრიდან გამოდის. მისი ფასი ონლაინ-მაღაზიებში 11 ევროა.

მომზადებულია capitalfm.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება