რუსეთი საკუთარ ხომალდებს ჯართად ყიდის, მათ შემცვლელებს კი საფრანგეთში ყიდულობს

რუსეთი საკუთარ ხომალდებს ჯართად ყიდის, მათ შემცვლელებს კი საფრანგეთში ყიდულობს

რუსეთის თავდაცვის უწყება თავის განკარგულებაში არსებულ ყველაზე დიდ სადესანტო ხომალდს ჯართად გაყიდის. სამხედროების განმარტებით, გადაწყვეტილება ეკონომიური მოსაზრებებითაა განპირობებული. ხომალდი წლებია რეზერვშია და კაპიტალურ რემონტსა და სრულფასოვან მოდერნიზაციას საჭიროებს, რისი თანხებიც ბიუჯეტს არ აქვს.

საუბარია 1174 პროექტით აშენებულ დიდ სადესანტო ხომალდზე "მიტროფანე მოსკალენკო". კალინინგრადის გემთმშენებელ ქარხანაში ხომალდს საფუძველი 1984 წელს ჩაეყარა და უკვე 6 წლის შემდეგ ის ფლოტის შემადგენლობაში შევიდა. 1990-იან წლებში უფულობის გამო, ხომალდის მოსავლელად აღარავის ეცალა და მწყობრში ყოფნის მხოლოდ 12 წლის შემდეგ ის რეზერვში გადაიყვანეს.

მიტროფანე მოსკალენკოსსრკ-ში ამ ტიპის სამი ხომალდი აიგო. რუსეთში ისინი დღემდე ყველაზე დიდ სადესანტო ხომალდებად ითვლებიან. თუმცა მწყობრში არც ერთი აღარ არის.

ხომალდი ბორტზე 50 ტანკს, ან 80 ჯავშანტრანსპორტიორს იტევს. დესანტის გადმოსხმა მას მოუმზადებელ ნაპირზე შეუძლია. თუკი რელიეფი არ იძლევა ამის განხორციელების საშუალებას, მაშინ დესანტის გადასხმა შვეულმფრენებითა და კატერებით ხდება.

პროექტის პირველი ხომალდი ჯართად ჯერ კიდევ 1996 წელს გაყიდეს. უახლოეს მომავალში იგივე ბედს "მოსკალენკოც" გაიზიარებს. სპეციალისტების შეფასებით, 11,5 ათასი ტონა ფოლადის ღირებულება, რომელიც "მოსკალენკოს" აგებას მოხმარდა, 2,5 მილიონ დოლარს არ აღემატება. მაქსიმალური მოგების სანახავად ხომალდი აუქციონზე გაიყიდება. თუმცა პოტენციური მყიდველი ჯერჯერობით არ გამოჩენილა. ტრადიციულად, ჩამოწერილ და ჯართად გასაყიდ რუსულ სამხედრო ხომალდებს ჩინეთი ყიდულობს. განახლების შემდეგ ჭკვიანი ჩინელები მათ მუზეუმებად აქცევენ ან მწყობრში აბრუნებენ.

პარადოქსია, მაგრამ მაშინ, როცა რუსები საკუთარ სადესანტო ხომალდებს უფულობის გამო ჯართად  ყიდიან, მათ შემცვლელებს საფრანგეთში ყიდულობენ. 2011 წელს მოსკოვმა პარიზისგან "მისტრალის" ტიპის ორი სადესანტო ხომალდი შეიძინა. ხელშეკრულების ღირებულება 1,2 მილიარდი ევროა. პირველი ხომალდ "ვლადივოსტოკს" რუსები 2014 წელს მიიღებენ. მეორე - "სევასტოპოლს" კი 2015-ში. დამატებითად ორ "მისტრალს" რუსები საკუთარი რესურსებით ააშენებენ.

ნუკრი მგელაძე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე