ბიგ-ბენს ელისაბედ-ტაუერი დაარქვეს

ბიგ-ბენს ელისაბედ-ტაუერი დაარქვეს

ლონდონში ვესტმინსტერის სასახლის საათის კოშკს, რომელიც ბიგ-ბენის სახელითაა ცნობილი, დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის პატივსაცემად სახელი ოფიციალურად გადაარქვეს. მას ელისაბედ-ტაუერი ქვია.

სახელის გადარქმევის ოფიციალური ცერემონია 12 სექტემბერს გაიმართა. ფირფიტა, რომელზეც კოშკის ახალი სახელია დატანილი, თემთა პალატის სპიკერმა ჯონ ბერკოუმ წარმოადგინა.

იდეა დედოფლის 60 წლის იუბილეს უკავშირდება. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მას მხარი ბრიტანული პარლამენტის ქვედა პალატამ დაუჭირა, ხოლო ივნისის ბოლოს ცვლილება თემთა პალატის კომიტეტმა მოიწონა.

ელიზაბეტ II ტახტზე მამის, გეორგ VI გარდაცვალების შემდეგ 1952 წელს ავიდა.

ვესტმინსტერის სასახლის საათის კოშკი 1858 წელს ააგეს. 96,3 მეტრიანი შენობა დიდი ბრიტანეთის სიმბოლოა.

1860 წლიდან ვესტმინსტერის სასახლის საათის კოშკს მეფის კოშკი ერქვა, შემდეგ სახელი გადაარქვეს და ვიქტორია დაარქვეს. ამიერიდან მას ელისაბედ-ტაუერს დაუძახებენ.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით. 

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა