იემენში აშშ-ის საელჩოზე განხორციელებულ შტურმს მსხვერპლი მოჰყვა

იემენში აშშ-ის საელჩოზე განხორციელებულ შტურმს მსხვერპლი მოჰყვა

იემენის დედაქალაქ სანაში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე განხორციელებული შტურმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაშავებულია ათობით ადამიანი. ამასთან, გარდაცვლილის ვინაობა ჯერ უცნობია.

თავდამსხმელების პროტესტის მიზეზი ამერიკაში გადაღებული ფილმი - "ისლამის უცოდველობა" გახდა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში მთელი მუსლიმანური სამყაროს პროტესტი მოჰყვა. ფილმი წინასწარმეტყველი მუჰამედის შესახებ არის გადაღებული.

სანას მცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად დიპლომატების რამდენიმე ავტომობილი გადაწვეს და დიპლომატიური უწყებების შენობების ფანჯრები ჩაამტვრიეს.

"აშშ-ის საელჩოს ძირითადი შენობა კარგად არის დაცული, თუმცა დემონსტრანტებმა შეძლეს ასვლა იმ კედელზე, რომელიც საელჩოს შენობის გარშემოა შემორტყმული. ამ დროისათვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება. საელჩოს შენობასთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია", - განაცხადა იემენის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომლის ვინაობასაც მედია არ ასახელებს.

ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა თავდამსხმელების დაშლა ჰაერში გახსნილი ცეცხლითა და წყლის ჭავლით სცადეს.

ზემოაღნიშნული ფილმის გამო, 11 სექტემბერს თავდასხმა განხორციელდა ლიბიის ქალაქ ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე. თავდასხმას ოთხი ამერიკელი დიპლომატი, მათ შორის ლიბიაში ამერიკის ელჩი კრისტოფერ სტივენსი ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა