ადრიანა ლიმას მეორე შვილი შეეძინა

ადრიანა ლიმას მეორე შვილი შეეძინა

31 წლის ბრაზილიელ სუპერმოდელს, ადრიანა ლიმას მეორე შვილი შეეძინა. ადრიანამ ქალიშვილს სიენა დაარქვა. მოდელისა და მისი მეუღლის, ყოფილი კალათბურთელის მარკო იარიკის პირველი შვილი, ვალენტინა 2 წლის არის.

"ძალიან ბედნიერები ვართ. ჩვენს თბილ ოჯახს სიენა შეემატა. ვალენტინა მოუთმენლად ელოდა მის დაბადებას, ძალიან უხარია, რომ უფროსი დაა", - დაწერა ვარსკვლავმა "ტვიტერში".

პირველი ქალიშვილის შეძენის შემდეგ ადრიანა ინტერვიუებში ხშირად აცხადებს, რომ ყველაზე კარგი პროფესია დედობაა.

"ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი წარმატება მაშინ მოვიდა, როდესაც დედა გავხდი. ვაღიარებ, როდესაც მარკოს პირველ პაემანზე შევხვდი, მაშინვე მივხვდი, რომ ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვისთანაც ოჯახს შევქმნიდი".

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო: გაეცით და მიიღებთ - რჩევა მამაკაცებს ადრიანა ლიმასაგან

Victoria's Secret - ერთი საჩუქარი, ათასობით ფანტაზია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება