ანფისა ჩეხოვა: "ჩვენი შვილი ნამდვილი კახელია"

ანფისა ჩეხოვა: "ჩვენი შვილი ნამდვილი კახელია"

ცნობილმა რუსმა ტელეწამყვანმა და ახალბედა დედამ, ანფისა ჩეხოვამ, ჟურნალ 7 дней-ს გულახდილი ინტერვიუ მისცა, სადაც ახალშობილ შვილზე, სოლომონსა და ქართველ მეუღლე გურამ ბაბლიშვილზე ისაუბრა.

"ბოლოს და ბოლოს, გავიგე რაშია ცხოვრების აზრი. აქამდე მქონდა პერიოდები, როდესაც თითქოს ყველაფერი კარგად იყო: საინტერესო საქმე, საყვარელი ადამიანი გვერდით, პრინციპში ყველაფერი მქონდა ბედნიერებისთვის, მაგრამ მაინც ვგრძნობდი უკმაყოფილებას", - განაცხადა ტელეწამყვანმა.

"გამუდმებით მაწუხებდა ამბიცია, მსურდა, რომ უფრო მეტისთვის მიმეღწია, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რა მინდოდა. ბავშვს გაჩენასთან ერთად ყველაფერი შეიცვალა და თავის ადგილას დადგა", - დასძინა ჩეხოვამ.

სოლომონი, რომელსაც 4 თვე სექტემბრის ბოლოს შეუსრულდება, ძალიან წყნარია.

"გურამი ამბობს, რომ ჩვენი შვილი ნამდვილი კახელია. მთელი დღეების განმავლობაში შეუძლია იწვეს, უყუროს ჭერს და დუმდეს. მაშინაც კი, როდესაც შია, არ ტირის, თავის მუშტებს ღრღნის. სოლომონი ძალიან სერიოზულია, იშვიათად იღიმის. თუ მე და გურამი ვკოცნით, ის წევს და  ფილოსოფიური გამომეტყველებით იყურება", - განაცხადა ანფისამ.

ჩეხოვა არ მალავს, რომ დეკრეტული შვებულებიდან ფულის გამო დაბრუნდა.

"უარი თქვით ყველაფერზე, რასაც ფული არ მოაქვს და პირიქით, დასთანხმდით ყველაფერს, რაზეც ფულის შოვნას შეძლებთ. ვფიქრობ, რომ ეს არ არის სამარცხვინო, როდესაც ბავშვი გყავს გასაზრდელი", - განაცხადა ტელეწამყვანმა.

ანფისამ უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ის და გურამი ქორწილს გადაიხდიან: "ასეთი გეგმა არ არსებობს. ჩვენ პატარა ბავშვი გვყავს, მასთან დაკავშირებული ბევრი საქმე გვაქვს, გვინდა რომ უფრო ფართო ბინა შევიძინოთ. ახლა დიდი წვეულების დრო ნამდვილად არ არის."

გარდა ამისა, ტელეწამყვანის თქმით, მას და გურამის, ორი ქვეყნისთვის არა ერთი, არამედ რამდენიმე ქორწილის გადახდა მოუწევთ.

"ჩვენ იმდენი მეგობარი, ნათესავი და ნაცნობი გვყავს მოსკოვსა და საქართველოში, რომ მათი გაერთიანება ძალიან რთული იქნება. ქორწილისთვის მზადება უამრავ დროს და ფულს მოითხოვს. როგორ გგონიათ, ახლა დავტოვებ შვილს ბებიასთან და სალონებში საქორწილო კაბის შესარჩევად ვირბენ? ან გურამი გადადებს მის სპექტაკლებსა და რეპეტიციებს, რათა დარბუნდეს საქართველოში და ქორწილის ორგანიზება დაიწყოს? როცა გაიზრდება ბავშვი, მერე ვნახოთ”, - განაცხადა ანფისა ჩეხოვამ.

მომზადებულია 7 дней-ს მიხედვით.

ასევე იხილეთ: ირაკლი ფირცხალავამ ანფისა ჩეხოვა ცოლად დაიქირავა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება