ალექსანდრა პაიჭაძე: "საყვარელ მამაკაცთან კარგი ურთიერთობა ქალის სილამაზის საფუძველია!"

ალექსანდრა პაიჭაძე: "საყვარელ მამაკაცთან კარგი ურთიერთობა ქალის სილამაზის საფუძველია!"

მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ, რომელიც ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, საზოგადოების ყურადღება 5 წლის წინ სამოდელო სააგენტო "ამსას" მიერ გამართულ პირველსავე ჩვენებაზე მიიპყრო. დღეს ის დამოუკიდებლად განაგრძობს სამოდელო საქმიანობას, ზრდის 10 თვის ვაჟს, დემეტრეს და კაზინო "აჭარის" ღონისძიებების წამყვანია.

- ალექსანდრა, რომელი ბრენდის სამოსი ჭარბობს თქვენს გარდერობში?

- ჩემს გარდერობში არის საშუალო ფასის სამოსიც და ძვირად ღირებულიც. სამოსს უმთავრესად ხარისხისა და ისეთი დეტალების მიხედვით ვირჩევ, რომლებიც ქალს სასურველსა და განსხვავებულს ხდის. ცნობილი ბრენდებიდან მომწონს "ზარას", "ტოპშოპის", "ვიქტორია სეკრეტის" ნაწარმი.

- ქართველი დიზაინერებიდან ვის გამოარჩევთ?

- ბოლო ხანს საქართველოში დიზაინერები მომრავლდნენ, მაგრამ მთავარია, რას გვთავაზობენ. სამწუხაროდ, ხარისხზე მხოლოდ რამდენიმე მათგანი მუშაობს... ძალიან მომწონს თამუნა ინგოროყვას ნამუშევრები.

- მოგწონთ სამოსის არჩევისა და შეძენის პროცესი?

- რა თქმა უნდა. ბოლო ხანს სამოსსა და ფეხსაცმელს ინტერნეტის მეშვეობით ვიძენ. ჩემს გარდერობში არის მინი ქვედა კაბებიც, დეკოლტიანი და გამჭირვალე სამოსიც. მიმაჩნია, რომ ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შიფონის გამჭვირვალე პერანგები და გულამოღებული ბლუზები თუ კაბები.

- მეუღლე თუ გაძლევთ რჩევას, როგორ შეიმოსოთ?

- ჩემს მეუღლეს მოსწონს როგორც ვიმოსები. მისთ­ვისაც ჩემი გემ­ოვნებით ვიძენ ტანსაცმელს. მიყვარს ახლისა და განსხვავებულის ჩაცმა, ასევე - ძველი სამოსის აქსესუარებით გაწყობა განსხვავებული იერის მისაცემად.

- თითქმის ყველა ქალის სისუსტეა კარგი ჩანთა და ფეხსაცმელი...

- ჩანთას იმის მიხედვით ვირჩევ, სად ვარ წასასვლელი. მიყვარს დიდი ჩანთები, უფრო მეტად - შავი ან მუქი ფერისა. ასევე, ფეხსაცმელიც. ისეთი სამსახური მაქვს, რამდენიმე წყვილი კლასიკური სტილის და სხვადასხვა ფერის ფეხსაცმელი უნდა მქონდეს, ყოველდღიურად კი "ლოაფერს" და "რიბოკს" ვამჯობინებ - უფრო მოხერხებულია.

- მაკიაჟს როგორს იკეთებთ?

- ყოველდღიური მაკიაჟისთვის მხოლოდ ტუშსა და თვალის ფანქარს ვიყენებ, განსაკუთრებულ დღეებში და წვეულებებზე კი ვცდილობ, ორიგინალური მა­კიაჟი გავიკეთო, საბედნიეროდ, ამის დიდი გამოცდილება მაქვს და არც ექსპერიმენტებს ვერიდები. კანის მოსავლელად ვიყენებ Vichy-ს, მაკიაჟისთვის კი "დიორის", "შანელისა" და "ლანკომეს" დეკორატიულ კოსმეტიკას ვყიდულობ.

- როგორ ფიქრობთ, ქართული ბომონდი გემოვნებით იმოსება?

- მიხარია, რომ წვეულებებზე გემოვნებით ჩაცმულ საზოგადოებას ვხედავ. ქართველები მოწესრიგებული, ლამაზი და გემოვნებიანი ხალხი ვართ.

- ქართველი პოლიტიკოსი ქალებიდან ვის გამოარჩევდით შემოსვის სტილის მიხედვით?

- ფაქტია, რომ ნინო ბუ­რჯანაძეს კარგი იმიჯმეიკერი ჰყავს. ეტყობა, ძალ­იან უვლის თავს. საქმიანობიდან გამომდინარე, მკაცრი და სერიოზული

იმიჯი აქვს, თუმცა, ამასთანავე, ქალურიც.

- როგორ ახერხებთ, ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეთ?

- ვცდილობ, სწორად ვიკვებო, ბევრი ვიმოძრაო, ვივარჯიშო, ვიცეკვო, ყოველთვის კარგ განწყობაზე ვიყო და ღამით კარგად გამოვიძინო - აი, სულ ეს არის ჩემი საიდუმლო (იცინის).

- ვის მიიჩნევთ გემოვნებიან ქართველ ქალად?

- მაკა ასათიანს, თეონა თავართქილაძესა და ნანი ბრეგვაძეს.

- ბევრს მიაჩნია, რომ ლამაზი ქალი სულელია...

- ამ თვალსაზრისს უკვე ხავსი მოეკიდა. ბოლო ხანს ქალები თითქმის ყველა სფეროში გააქტიურდნენ. ყველა მუშაობს, უფრო უკეთესი რომ გახდეს. საკუთარ თავზე მუშაობა, ცხადია, მხოლოდ პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას არ ნიშნავს.

- რას ურჩევთ ქართველ ქალებს?

- ვურჩევ, იყვნენ უფრო თავისუფლები, კეთილები და ლაღები. თითოეული წამი გამოიყენონ, უკეთესები რომ გახდნენ. ეს ძალიან ადვილია, როდესაც კარგად იცნობ საკუთარ თავს და სურვილები შესაძლებლობებს ემთხვევა. აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობა საყვარელ მამაკაცთან - ეს ქალის სილამაზის საფუძველია!

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება