აზერბაიჯანის პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევამ ბაქოში მსოფლიოში ცნობილ სააუქცინო სახლის, "კრისტის" პირველ გამოფენას უმასპინძლა. პრეზიდენტის მეუღლემ, რომლის ჩაცმულობა და იმიჯი ხშირად მსჯელობის საგანია, ამჯერადაც თამამი დეკოლტეთი მოიწონა თავი. მან ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად გამოფენის ყველა ექსპონატი დაათვალიერა და მათი წარმოშობით დაინტერესდა.
სასტუმრო The Four Seasons Hotel-ის სალონში გამოფენილი ხელოვნების ნიმუშების კოლექცია "კრისტის" მიერ ლონდონში, ნიუ-იორკსა და დუბაიში ორგანიზებული საშემოდგომო გაყიდვებიდან იყო შერჩეული.
ექსპოზიციაში გამოიფინა იმპრესიონისტული ფერწერის ნიმუშები და თანამედროვე აღმოსავლური ხელოვნება.
ღონისძიებას პრეზიდენტ ალიევის ქალიშვილი, ლეილა ალიევაც ესწრებოდა, რომელსაც ჰეიდარ ალიევის ფონდში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი უკავია.


მომზადებულია day.az-ის მიხედვით.