ჰენრი კავილი - "მაგარია, სიგურნი უივერი რომ დაგდევს!"

ჰენრი კავილი  - "მაგარია, სიგურნი უივერი რომ დაგდევს!"

"სუპერმენისა" და "ღმერთების ომის" ვარსკვლავი ჰენრი კავილი ახალ ფილმში "დღისით-მზისით" ბრიუს უილისსა და სიგურნი უივერთან ერთად თამაშობს. მისი გმირი ესპანეთში მიემგზავრება ნათესავებთან ერთად, რომ იახტაზე გაერთოს. მაგრამ სულ მალე მისი ოჯახი გაუჩინარდება და ჰენრის მძევლების გათავისუფლება მოუწევს უცნობ ქვეყანაში.

დოსიე

ჰენრი კავილი, მეოთხე შვილი ხუთშვილიან ოჯახში, 1983 წლის 5 მაისს დაიბადა ლა-მანშის ყურეში, კუნძულ ჯერსიზე. დედა ბანკში მუშაობდა, მამა კი საფონდო ბროკერი იყო.

სკოლის პიესებში მონაწილეობდა. მერე მსახიობი გახდა, თუმცა მსახიობობა რომ არა, ჯარში აპირებდა წასვლას ან ეგვიპტოლოგიის შესწავლას უნივერსიტეტში.

მოზარდობისას რაგბის თამაშობდა, მაგრამ ტრავმის გამო მიატოვა.

პირველი როლი კინოში მიიღო ტრილერში "ლაგუნა". მას მოჰყვა "გრაფი მონტე-კრისტო" - "ბი-ბი-სი"-ს სერიალი, დეტექტიური სერიალი "სუფთა ინგლისური მკვლელობები". განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ტელესერიალმა "ტიუდორები" და ფილმმა "სუპერმენი".

დანიშნულია ბრიტანელ მოჯირითე ელენ უიტაკერზე.

"ჩვეულებრივი ბიჭი უნდა მეთამაშა"

- მაყურებელი მიეჩვია თქვენს დანახვას დაკუნთული სუპერგმირის როლებში, ახალ სურათში კი თქვენი გმირი იღბლიანი შემთხვევების წყალობით ინარჩუნებს სიცოცხლეს. დაგეხმარათ კარგი ფიზიკური აღნაგობა გადაღებებზე?

- ამ როლისთვის მზადება ყველა სხვისგან განსხვავდებოდა. ბოლო ფილმისთვის "ღმერთების ომი: უკვდავები" მაგრად მომიწია ვარჯიშმა, ამ შემთხვევაში კი პირიქით მოხდა - ჩემგან არავითარი ფიზიკური ძალისხმევა არ სჭირდებოდათ, სრულიად ჩვეულებრივი ბიჭი უნდა მეთამაშა.

- როცა კინემატოგრაფის ისეთი ბობოლები დაგდევენ, როგორებიც არიან სიგურნი უივერი და ბრიუს უილისი, ალბათ ამაღელვებელია. შეძელით ერთ გადასაღებ მოედანზე შეთამაშება?

- აგენტი რიპლის სამიზნედ ყოფნა (სიგურნის ცნობილი გმირი "უცხოებიდან" - მთარგმ.) არაჩვეულებრივია. მისი ნადირობის ობიექტი რომ ხდები, ერთდროულად საშიშიც არის და ამაღელვებელიც. რა თქმა უნდა, თვით ბრიუს უილისთან, ბოევიკების მეფესთან ერთად გადაღება ასევე დიდი პატივია. თითქოს გრძნობ გადაღებებზე, რომ ის "კერკეტ კაკლად" გადაიქცევა, მაგრამ საკმაოდ ოსტატურად აკონტროლებს თავის ემოციებსა და მიმიკას.

- რაკი ესპანეთში იყო გადაღებები, ალბათ ენის სწავლაც მოგიხდათ - ვიცით, რომ უცხო ენებისადმი გაქვთ მიდრეკილება...

- რეჟისორმა მიზანმიმართულად მთხოვა გადაღებებამდე, ენა არ მესწავლა და ქალაქიც არ მენახა. თუ ნაცნობ გარემოში იღებ, დაბნეულობის თამაში უფრო რთულია. მას უნდოდა, უცხოდ მეგრძნო თავი არა მხოლოდ ეკრანზე, არამედ ცხოვრებაშიც.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება