წინასწარმეტყველ მუჰამედზე გადაღებული ფილმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება

წინასწარმეტყველ მუჰამედზე გადაღებული ფილმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება

ლონდონში დაახლოებით 300 ადამიანმა აშშ-ის საელჩოსთან ამერიკული ფილმის "ისლამის უცოდველობის" წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.

დემონსტრაციის ორგანიზატორია რადიკალური ჯგუფი ჰიზბ უტ-ტაჰრირი (Hizb ut-Tahrir). ერთ დროს დიდი ბრიტანეთი მოძრაობის საქმიანობის აკრძალვის შესაძლებლობასაც კი განიხილავდა.

"დემონსტრაცია ისლამის და ჩვენი რელიგიის სიმბოლოების ყოველგვარ შეურაცხყოფას, განსაკუთრებით, კი წინასწარმეტყველი მუჰამედის იმიჯის შელახვას მკაცრად გმობს",- აღნიშნულია მოძრაობის განცხადებაში.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრაცია მშვიდობიანად დასრულდა.

ფილმი "ისლამის უცოდველობა" წინასწარმეტყველი მუჰამედის ალტერნატიულ ისტორიას ჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ფართო კინოგაქირავებაში არ გადის, მან არაბულ ქვეყნებში საპროტესტო აქციები გამოიწვია.

სამშაბათს ფილმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ეგვიპტეში გაიმართა, სადაც რამდენიმე ათასმა ადამიანმა ამერიკის საელჩოს ალყა შემოარტყა, ანტიამერიკულ ლოზუნგებს სკანდირებდა და საელჩოს წინ აშშ-ის სახელმწიფო დროშა დაწვა.

მოგვიანებით ლიბიის ქალაქ ბენღაზიში შეიარაღებული ადამიანები ამერიკის საელჩოს დაესხნენ თავს. შემთხვევას ოთხი ამერიკელი დიპლომატი, მათ შორის ლიბიაში ამერიკის ელჩი კრისტოფერ სტივენსი ემსხვერპლა.

ამავე დროს, ამერიკელ ფლორიდის შტატის პასტორს, ტერი ჯონსს, რომელიც კინოსურათის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა, გერმანიაში შესვლაზე უარი უთხრეს. პასტორი ყურანის დაწვის ცნობილი საჯარო აქციის შემდეგ გახდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასეთი გადაწყვეტილება "საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებით" ახსნა.

ჯონსი გერმანიაში ულტრა მემარჯვენე ორგანიზაციის Pro Deutschland-ის მიწვევით უნდა ჩასულიყო. ორგანიზაცია ბერლინში ანტიისლამური ფილმის"ისლამის უცოდველობის" ჩვენებას გეგმავდა. ამასთან, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტრო შეეცდება კანონმდებლობაში ის დებულება მოძებნოს, რომელიც ამ აქციას აკრძალავს.

იხილეთ ვიდეო: "ისლამის უცოდველობა" - ფილმი, რომლის გამოც ისლამური სამყარო აშშ-ს აუმხედრდა

მომზადებულია Agence France-Presse-ი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა