ლიბიაში მართლმადიდებლურ ეკლესიას თავს დაესხნენ

ლიბიაში მართლმადიდებლურ ეკლესიას თავს დაესხნენ

უცნობი ადამიანები ტრიპოლიში, ბერძნულ, წმინდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლურ ეკლესიას თავს დაესხნენ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

4 ახალგაზრდა ადამიანი ეკლესიის ეზოს ღობეზე გადაძვრა და იქ დასვენებული სამი ხატი დააზიანა. ისინი  ხატების ხის ჩარჩოების დაწვასაც ცდილობდნენ, მაგრამ მათ ცეცხლი არ წაეკიდა. ეკლესიასთან ახლოს მცხოვრებმა ადგილობრივმა მღვდელმა თავდამსხმელების შეშინება მოახერხადა და ისინი მიიმალნენ.

ეს ეკლესიაზე თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა. წელს, 7 მაისს უცნობმა ადამიანმა ცეცხლსასროლი იარაღით მღვდელს ესროლა. ვინ დგას თავდასხმის უკან, უცნობია. ეკლესია ტრიპოლიში ბერძნული საზოგადოების ცენტრია.

მომზადებულია Libya Herald -ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა