ვივიენ ვესტვუდი გიჟური იმიჯით

ვივიენ ვესტვუდი გიჟური იმიჯით

ცნობილმა დიზაინერმა, ვივიენ ვესტვუდმა, ლონდონის მოდის კვირეულზე  ახალი კოლექცია წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ კოლექციას მოდის კრიტიკოსებისგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, კვირეულის სტუმრები თავად დიზაინერმა გააოცა, რომელიც შოუს დასასრულს პოდიუმზე "გიჟური" იმიჯით გამოვიდა.

ვესტვუდს სახეზე ულვაშები, ცალი თვალის გარშემო კი შავი წრე ჰქონდა მიხატული. 71 წლის დიზაინერს მოკლე "შორტი" ეცვა, ხოლო მაისურზე "კლიმატური რევოლუციისკენ" მოწოდება ჰქონდა დატანილი (ბანერი ამავე წარწერით, პირველად ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე გამოჩნდა).

კრიტიკოსმა და ჟურნალისტმა, ლიზ ჯონსმა ვესტვუდის ეს გამოსვლა "დიდებულად" შეაფასა.

ყურადღება თავად მოდელების გარეგნობამაც მიიქცია. მათ სახე სხვადასხვა ფერის საღებავით ჰქონდათ შეღებილი.

ვივენ ვესტვუდმა მოდელებს სახეები გაუფერადა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება