რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი შერიგდნენ

რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი შერიგდნენ

მსახიობები რობერტ პატინსონი და კრისტენ სტუარტი შერიგდნენ. ვამპირული საგის "ბინდის" ვარსკვლავმა გააცნობიერა, რომ კრისტენის "გარეშე ცხოვრება არ შეუძლია" და დრამატული სცენებისა და ცრემლიანი მონანიების შემდეგ გადაწყვიტა, მოღალატე შეყვარებულს  მეორე შანსი მისცეს.

შერიგებული წყვილი ერთად ფილმის - "ბინდი- ნაწილი მეორე" პრემიერაზე მივა. პრემიერა ნოემბერში გაიმართება.

წელს, ივლისში, მას შემდეგ, რაც სტუარტის 41 წლის რეჟისორთან, რუპერტ სანდერსთან რომანის შესახებ გახდა ცნობილი, პატინსონმა საკუთარი ნივთები მოაგროვა და სახლი, რომელშიც შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდა, დატოვა. სტიუარტის საჯარო ბოდიშმა არ გაჭრა, რამდენიმე თვის განმავლობაში პატინსონს მასთან ურთიერთობა არ სურდა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება