ლედი გაგამ ჩადრი დაიხურა

ლედი გაგამ ჩადრი დაიხურა

ეპატაჟური მომღერალი, ლედი გაგა არ წყვეტს თაყვანისმცემლების გაოცებას. ამჯერად ვარსკვლავი ლონდონის მოდის კვირეულს ჩადრში გამოწყობილი ეწვია. გაგას უცნაურ კაბაზე ენოტების კუდები ჰქონდა მიმაგრებული, ხელში კი ჩანთა ეკავა, რომელზეც სხვადასხვა ფერის თვლებით სიტყვა "ძუკნა" ეწერა. 

მომღერალი დიზაინერ Philip Treacy-ის ახალი კოლექციის ჩვენებას დაესწრო. მანამდე კი ლედი გაგა პაპარაცებმა "მიკი მაუსის" ყურებით გადაიღეს.

ჩანთისა და ჩადრის დუეტმა მოდის კრიტიკოსებში უკმაყოფილება გამოიწვია. მათი აზრით, გაგას ამ საქციელმა, შესაძლოა, მისი მუსულმანი თაყვანისმცემლები გაანაწყენოს.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება