ბერლუსკონის ქალიშვილი ქეით მიდლტონის გაშიშვლებას მხარს უჭერს

ბერლუსკონის ქალიშვილი ქეით მიდლტონის გაშიშვლებას მხარს უჭერს

იტალიის ექს-პრემიერის ქალიშვილი და გამომცემლობა Mondadori-ის ხელმძღვანელი მარინა ბერლუსკონი შიშველი ქეით მიდლტონის ფოტოების გამოქვეყნებას მხარს უჭერს. სკანდალური ექს-პრემიერის ქალიშვილი საგამომცემლო სახლ Mondadori-ს მფლობელია. სწორედ მას ეკუთვნის ფრანგული ტაბლიოდი Closer, რომელმაც პირველმა გამოაქვეყნა წელს ზემოთ შიშველი ქეითის ფოტოები, ასევე იტალიური ჟურნალი Chi, რომელმაც დღეს პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის საფრნაგეთში დასვენების დროს გადაღებული 50 სკანდალური ფოტო გაავრცელა. ფოტოებს ჟურნალმა 26 გვერდი მიუძღვნა.

გუშინ სილვიო ბერლუსკონის ქალიშვილმა ჟურნალს La Republica-ს, რომელმაც მიდლტონის სკანდალური ფოტოების გამოქვეყნება დაგმო, საგანგებო წერილი მისწერა და განაცხადა, რომ ის ახალი ფოტოების გამოქვეყნების მომხრეა.

"მუშაობის დროს სრული საგამომცემლო თავისუფლების პრინციპს ვიცავთ, მაშინაც კი, როდესაც საქმე სახელმწიფოთა პირველ პირებს შეეხება", - წერს წერილში ბერლუსკონი.

Closer-ისა და Chi რედაქტორებმა განაცხადეს, რომ პუბლიკაცია მიზნად ისახავს არა სამეფო ოჯახის რეპუტაციის ხელყოფას, არამედ მიმდინარე მოვლენების მიუკერძოებლად გაშუქებას.

"პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ღია ტერასაზე ირუჯებოდნენ, - ამბობს Chi-ს რედაქტორი ალფონსო სენორი, - ამის გამო, მათი ფოტოების პრესაში გამოქვეყნება პირად ცხოვრებაში ჩარევას არ ნიშნავს".

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ამ პოზიციას არ იზიარებს. პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა Closer-ის წინააღმდეგ პარიზის სასამართლოში უკვე შეიტანეს სარჩელი და იმ ფოტოგრაფის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს, რომელმაც ისინი პროვანსში დასვენების დროს გადაიღო.

შიშველი ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი საფრანგეთში დასვენების დროს

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა