რატომ დამალა თავდაცვამ მოწამლული ჯარისკაცები?

რატომ დამალა თავდაცვამ მოწამლული ჯარისკაცები?

გასულ კვირას ზოგიერთმა ქართულმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობა ჯარისკაცების მოწამვლის შესახებ. დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, 35 (ან უფრო მეტი) სამხედრო მოსამსახურე საკვებით მოწამვლის დიაგნოზით ჯერ თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო შემდგომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია სააგენტოებს მიაწოდა სამედიცინო პერსონალმა, რომელმაც მოწამლულ ჯარისკაცებს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და ისინი თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანა.

ამ მართლაც საგანგაშო ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია - მათ ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს. არადა, საქმე, სავარაუდოდ, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცებს ეხება და ბუნებრივია, ყველა მშობელი, ვისი შვილიც ჯარში მსახურობს, სერიოზულად არის შეშფოთებული.

რადგან თავდაცვის სამინისტრო დუმს, "კვირის პალიტრამ" თავად სცადა, გაერკვია, შეესაბამებოდა თუ არა ეს ფაქტი სინამდვილეს. ჩვენ ასეთი ინფორმაცია მოვიპოვეთ: 7 სექტემბერს თბილისის საავიაციო ქარხნის "თბილავიამშენის" (რომელიც 2010 წლის 3 აგვისტოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაექვემდებარა) ტერიტორიაზე შუადღის შემდეგ ერთიმეორის მიყოლებით სასწრაფო დახმარების შვიდი მანქანა შევიდა. მათ ტერიტორიიდან გაიყვანეს თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო დანაყოფის ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც, სავარაუდოდ, სასადილოს საკვებით მოიწამლნენ.

იხილეთ ვრცლად

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე