"ისლამის უცოდველობის" რეჟისორს კიდევ ერთი მსახიობი ადანაშაულებს

"ისლამის უცოდველობის" რეჟისორს კიდევ ერთი მსახიობი ადანაშაულებს

ფილმ "ისლამის უცოდველობაში" მონაწილე კიდევ ერთი მსახიობი სინდი ლი გარსია ფილმის რეჟისორს, ნაკულა ბესლის სამსახიობო დასის მოტყუებაში ადანაშაულებს.

მსახიობი ინტერნეტ-გამოცემა GAWKER-თან საუბარში აცხადებს, რომ ფილმის გარშემო ატეხილი საპროტესტო მოძრაობის შემდეგ რეჟისორს დაურეკა და პასუხი მოსთხოვა.

"ვკითხე, რატომ მოიქცა ასე. ძალიან შევძრწუნდი, როდესაც შევიტყვე, რომ ამ ფილმს 4 ამერიკელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს ყველაფერი ძალიან მანადგურებს", - აცხადებს მსახიობი.

როგორც გარსია ამბობს, სცენარში "უდაბნოს მებრძოლები" (Desert Warriors) (ფილმის სამუშაო სათაური) არავითარი მინიშნება არ იყო რელიგიის შესახებ. მსახიობის განმარტებით, სცენარის მიხედვით, მუჰამედს "მეპატრონე ჯორჯი" (Master George) ერქვა.

სინდი ლი გარსიაფილმის რეჟისორის წინააღმდეგ ღია წერილი გამოაქვეყნა ფილმის ქართველმა მონაწილემ, მსახიობმა ანა გიორგობიანმაც. წერილში, რომელიც მწერლისა და ჟურნალისტის ნეილ გეიმანის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ მსახიობმა ფილმის რეჟისორ ნაკულა ბესლის გეგმების შესახებ არაფერი იცოდა.

ფილმი "ისლამის უცოდველობა" წინასწარმეტყველი მუჰამედის ალტერნატიულ ისტორიას მოგვითხრობს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ფართო კინოგაქირავებაში არ გასულა, მან არაბულ სამყაროში საპროტესტო აქციები და მსხვერპლი გამოიწვია.

მომზადებულია gawker.com-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ: "ისლამის უცოდველობა" - ფილმი, რომლის გამოც ისლამური სამყარო აშშ-ს აუმხედრდა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება