მექსიკის ციხიდან 130 პატიმარი გაიქცა

მექსიკის ციხიდან 130 პატიმარი გაიქცა

მექსიკის შტატ კოაუილას ციხიდან 130 პატიმარი გაიქცა. როგორც ციხის ადმინისტრაცია აცხადებს, პატიმრებმა საამქროში გვირაბი გათხარეს. ციხე აშშ-ის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

შტატის მთავრობამ განაცხადა, რომ ნებისმიერი, ვინც გაქცეული პატიმრების ადგილსამყოფელის შესახებ ღირებულ ინფორმაციას მიაწვდის, ჯილდოდ 15 600 დოლარს მიიღებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კოაუილას ციხიდან პატიმრები გარბიან, მაგრამ ეს ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა