მიჰყვება თუ არა ნინი შერმადინი ცოლად თავის სტილისტს

მიჰყვება თუ არა ნინი შერმადინი ცოლად თავის სტილისტს

მას მერე, რაც მომღერალი ნინი შერმადინი ქმარს გაშორდა, მისი პირადი ცხოვრება ბევრისთვის ჭორაობის საბაბად იქცა. მარტოდ დარჩენილი ნინი შოუბიზნესის არაერთ წარმომადგენელთან დააწყვილეს, მათ შორის - მარკუს მეტრეველსა და "ნუცას სკოლის" გამარჯვებულ გიორგი ჩიქოვანთან. ნინი ორივე მათგანთან მეგობრობას ადასტურებდა, ხოლო ფლირტს და მით უმეტეს რომანს, კატეგორიულად უარყოფდა.

ამჯერად კიდევ ერთი ჭორი გავრცელდა ნინისთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ ნინი თავის სტილისტზე, ბადრი ფევაძეზეა შეყვარებული და წყვილი ერთ თვეში ქორწილს გეგმავს. ეს პიროვნება ნინიმ "რეიტინგთან" მიცემულ ერთ- ერთ ინტერვიუში საკმაოდ თბილად მოიხსენია. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

- ნინი, შენს მეგობრებთან როგორ ურთიერთობს შენი შვილი მარიამი, ვისი სტუმრობა უხარია ყველაზე მეტად?

ნინი:

- მარიამ, ვინ გიყვარს ჩემი მეგობრებიდან?

მარიამი:

- ნოდიკო მიყვარს და ბადრი.

- ნოდიკო ალბათ ტატიშვილია და ბადრი ვინ არის?

ნინი:

- ჩემი სტილისტია, რომელიც ძალიან ანებივრებს საჩუქრებით. იმ დღეს ველოსიპედი მოუტანა და ფეხსაცმელები უყიდა.

ნინი შერმადინი და ბადრი ფევაძებადრი ვაკეში ერთ- ერთ პრესტიჟულ სილამაზის სალონში მუშაობს და არაერთ ცნობილ სახეს ემსახურება. ის "ფეისბუქზე" ნინის მეგობრებში აღმოვაჩინეთ და საკმაოდ საინტერესო ფოტოც ვნახეთ. თავის საყვარელ კლიენტებთან ფოტოების გადაღება ბადრის ჰობი ნამდვილად ყოფილა. ფოტოები გადაღებული აქვს თიკა ფაცაციასთან, ნინი ბადურაშვილთან, ია ფარულავასთან, ანრი ჯოხაძესთან, თუმცა ყველაზე მეტი ფოტო მაინც ნინისთან გადაუღია. მართალი გითხრათ, ამ ამბავმა ცოტა გამაოცა, რადგან ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია ჭორი ნინი შერმადინისა და გიორგი ჩიქოვანის საიდუმლო სიყვარულის შესახებ, ამიტომ ჯერ გიორგის დავუკავშირდით:

- გიორგი, გავიგეთ ნინი შერმადინი თხოვდებაო და მართალია?

- რა სერიოზული ინფორმაცია მოგდით ხოლმე (იცინის).

- ამბობენ, თავის სტილისტს მიჰყვება ცოლადო.

- აა, ბადრის? ჰო, რა ვიცი, შეიძლება (იცინის).

- რა გაცინებს, არარეალური კანდიდატურაა?

- საერთოდ არ მაინტერესებს კანდიდატურები!

- ვიცი, რომ მეგობრობ ნინისთან და ამიტომ გეკითხები, რატომ მიბრაზდები?

- არ ვმეგობრობდი, გეშლება.

- აბა?

- ვდაქალობდი (იცინის).

ამის შემდეგ ინფორმაციის გადამოწმება ნინისთან ვცადეთ:

- ნინი, მორიგი ჭორი გავიგე შენ შესახებ და გვინდა გადავამოწმოთ...

- კი ბატონო, გისმენთ.

- ამბობენ, შერმადინი თხოვდება, ერთ თვეში ქორწილი აქვსო.

- (ხარხარებს) ვის მივყვები, როდის მაქვს ქორწილი, ის მაინც მითხარით.

- როგორც ამბობენ, შენი რჩეული შენივე სტილისტია, ბადრი ფევაძე.

- (იცინის) ერთი წუთით რა, ამ შეკითხვებს რომ მისვამ, რატომ არ გეცინება?

- იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია მოვიდა ჩვენამდე და უნდა გადავამოწმო.

- ვინ გაძლევთ ამისთანა ინფორმაციას, ხომ არ გაგიჟებულხართ? რა ჯანდაბაა?!

- იმ სალონიდან გამოჟონა ინფო­რმაციამ, სადაც შენი სტილისტი მუშაობს.

- (იცინის). ეს ინფორმაცია დაახლოებით ექვსი თვის წინ გავრცელდა. "ფეისბუქზეც" მომწერეს, ვინმე ურეკელ ბიჭს ხომ არ მიჰყვები ცოლადო. მეგონა მეღადავებოდნენ და აი, მართლაც გავრცელებულა ხმები. არ ვადასტურებ ინფორმაციას, ტყუილია, ხალხო!

- ბადრის ხომ იცნობ?

- როგორ არ ვიცნობ, ჩემი სტილისტი და უახლოესი მეგობარია.

- თქვენი საკმაოდ საინტერესო და პიკანტური ფოტოები აღმოვაჩინე ბადრის "ფეისბუქის" გვერდზე.

- აღმოაჩენდი. შარშან დასასვენებლად ერთად ვიყავით საბერძნეთში არა მხოლოდ მე და ბადრი, სხვა მეგობრებიც გვახლდნენ.

ნინი შერმადინი და გიორგი ჩიქოვანი- ე.ი. უახლოეს მომავალში შენს ქორწილს არ ველოდოთ?

- უახლოეს მომავალში კი არა, ათი წელი არ ელოდოთ.

- ქალაქში ბევრს ჭორაობენ შენი და გიორგი ჩიქოვანის რომანზეც. ამაზე რას იტყვი?

- იმას, რომ ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ. გულახდილად გეტყვი, ერთ თვეში ამერიკაში მივდივარ. სხვა გეგმები მაქვს. ახლა არც შეყვარებულისთვის, არც ლავსთორებისთვის და არც გათხოვებისთვის არ მცალია. თუ გნებავთ კარიერისტი დამარქვით, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ჯობია ჩემს მომავალს მივხედო. შენ მიერ ნახსენები ორივე მამაკაცი ჩემი მეგობარია და ამ ჭორების გამო არ ვაპირებ მათთან ურთიერთობის გაწყვეტას. პირიქით, რაც უფრო მეტი ასეთი მეგობარი მეყოლება, მით უკეთესი ჩემთვის.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება