ევა ლონგორიამ ერთ საღამოზე 9 კაბა გამოიცვალა

ევა ლონგორიამ ერთ საღამოზე 9 კაბა გამოიცვალა

ცნობილმა ლათინო-ამერიკელმა მსახიობმა, ევა ლონგორიამ საკუთარი ჩაცმულობით American Latino Media Arts-ის დაჯილდოების ყველა სტუმარი გააოცა. ვარსკვლავმა საღამოს განმავლობაში 9 კაბა გამოიცვალა.

თავდაპირველად წითელ ხალიჩაზე პოზირებისთვის ევამ უპირატესობა შავ, გლამურულ ჩახსნილ კაბას მიანიჭა. მოგვიანებით მსახიობი სცენაზე შავი, თუმცა ამჯერად ბევრად უფრო ღია და სექსუალური კაბით გამოვიდა, რომელსაც თეძოების ადგილას გამჭვირვალე ბადე ჰქონდა ჩადგმული. კაბა ყურადღებას იქცევდა ღრმა დეკოლტითაც.

ევა ლონგორიამ ერთ საღამოში 9 კაბა მოირგომესამე შავი კაბა ევას უკვე სცენაზე გამოსვლის დროს ეცვა. მსახიობმა მოკლე სიტყვა წარმოთქვა. მოგვიანებით ვარსკვლავი სცენაზე კიდევ ერთხელ გამოვიდა, თუმცა ამჯერად უკვე უკან შეკრული თმითა და ნარინჯისფერი  მჭიდრო კაბით.

ევას მეხუთე კაბა წითელი ფერის იყო. გრძელი, ელეგანტური, საღამოს კაბა ტრაპეციის სტილის დეკოლტით და ღია მხრებით, ევამ სიტყვით მესამე გამოსვლისას ჩაიცვა. მსახიობს თმა ისევ გაშლილი ჰქონდა.

"ოქროს ევა" ასე უწოდეს იმავე საღამოზე ლონგორიას მე-6 იმიჯს. ოქროსფერი მჭიდრო კაბა ყურადღებას ორი ღრმა ჭრილით იქცევდა. მსახიობს თმა აწეული ჰქონდა.

ევა ლონგორიამ ერთ საღამოში 9 კაბა მოირგოევას მე-7 გამოჩენა არაფრით ჩამოუვარდებოდა მის წინამორბედებს. მოშიშვლებულ მხრებიანი კაბა მსახიობს ძალიან მოუხდა. ამ კაბისთვის ევამ განსაკუთრებული თმის ვარცხნილობაც შეარჩია. მსახიობს რამდენიმე წუთის წინ გასწორებული თმა ამჯერად დახვეული ჰქონდა.

ევას მერვე გამოჩენას დარბაზი ხმამაღალი ოვაციებით შეხვდა. მსახიობს სცენაზე პალ ჯორჯი შეუერთდა. ამჯერად ლათინო-ამერიკელ მსახიობს თეთრი მჭიდრო კაბა ეცვა. თმა კი ისევ შეკრული ჰქონდა.

საღამოს ბოლოს ევამ კიდევ ერთხელ გამოიცვალა და American Latino Media Arts-ის დაჯილდოებაზე ბოლო სიტყვით გამოსვლისას ნაცრისფერი კაბა მოირგო. კაბის შიდა ნაწილი მოკლე იყო, სამოსის მეორე ფენა კი გამჭვირვალე.

ევა ლონგორიამ ერთ საღამოში 9 კაბა მოირგო

ევა ლონგორიამ ერთ საღამოში 9 კაბა მოირგო

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება