ემი ვაინჰაუზი ახლა დაკრძალეს

ემი ვაინჰაუზი ახლა დაკრძალეს

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი, ემი ვაინჰაუზი, რომელიც 2011 წლის ივლისსში გარდაიცვალა, ახლა დაკრძალეს.

27 წლის მომღერლის კრემაციის შემდეგ დარჩენილი ფერფლი, ლონდონის ჩრდილოეთით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას 70 ადამიანი დაესწრო.

ემის მამამ, 61 წლის მიჩ ვაინჰაუზმა დაკრძალვაზე სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც მომღერლის "მოკლე, მაგრამ მშფოთვარე" ცხოვრება გაიხსენა.

14 სექტემბერს ემი ვაინჰაუზს 29 წელი შეუსრულდებოდა. შეგახსენებთ, რომ მომღერალი გასული წლის ივლისში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის შემდეგ დადგინდა, რომ გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლის დიდი დოზა იყო.

მომზადებულია lady.ru-ის მიხედცით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება