ბრედ პიტს ფული არ ჰყოფნის

ბრედ პიტს ფული არ ჰყოფნის

მსახიობი ბრედ პიტი ჰონორარების შემცირებას უჩივის. მსახიობის თქმით, ვარსკვლავების ჰონორარების მნიშვნელოვანი შემცირება ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია.

48 წლის ბრედ პიტი ირწმუნება, რომ არც ისე ტკბილად ცხოვრობს. მსოფლიო ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით, ჰოლივუდის ვარსკვლავები იძულებულნი არიან ეკონომიკურ ცვლილებებს მიეჩვიონ. მსახიობის თქმით, ამჟამად, ფილმზე 10 მლნ-ის გამომუშავება თითქმის არარეალურია, რაც წარსულში სრულიად შესაძლებელი იყო. ბევრი სტუდიის და კონოკომპანიის საქმიანობა ეკონომიკური კრიზისის გამო შეიზღუდა.

ბრედს, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ექვსშვილიანი ოჯახის შენახვა შეუძლია, არამედ თავს უფლებას აძლევს მეუღლე, ანჯელინა ჯოლი ძვირფასი საჩუქრებით გაანებივროს და თანხა ქველმოქმედებასაც მოახმაროს. რაც შეეხება ანჯელინას, შეყვარებულის გასახარებლად ფული არასდროს ენანება.

ჟურნალი Forbes-ის მონაცემებით, ბრედ პიტმა შარშან 25 მლნ დოლარი გამოიმუშავა. ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგს  ტომ კრუზი ლიდერობს, რომელმაც ერთ წელიწადში 75 მლნ დოლარი მიიღო.

მომზადებულია toppop.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება