ეპატაჟურმა მომღერალმა, ლედი გაგამ მარიხუანა სცენაზე, კონცერტის დროს მოწია. კონცერტი ამსტერდამში გაიმართა, სადაც მარიხუანა ლეგიტიმურია. შესაბამისად, ვარსკვლავს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
როგორც მოგვიანებით ვარსკვლავმა განაცხადა, ამსტერდამი სწორედ ის ადგილია, სადაც მან ბოლოს და ბოლოს, თავისუფლად განაცხადა, რომ ამ მსუბუქი ნარკოტიკით გატაცებულია.
"მინდა იცოდეთ, რომ მე ძალიან შევამცირე ალკოჰოლის მოხმარება. ეს აისახა ჩემზე და ჩემს ახალ მუსიკაზე", - აღნიშნა ლედი გაგამ.
გაგა სცენაზე მარუხუანის ფოთლებით გაფორმებული მაისურითაც გამოვიდა და იხუმრა, რომ ბარაკ ობამას მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ დაელაპარაკება.
მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.