ცნობილმა კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ დაადასტურა, რომ შეყვარებულისგან, ესპანელი ფეხბურთელი ჟერარ პიკესგან პირველ შვილს ელოდება.
"ჟერარი და მე ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მალე პირველი შვილი გვეყოლება",- წერია მომღერლის ოფიციალურ საიტზე.
როდის დაიბადება ბავშვი, უცნობია, მაგრამ მომღერალმა თაყვანისმცემლებს შეატყობინა, რომ ლოს-ანჯელესის მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობას არ აპირებს.
კოლუმბიელმა მომღერალმა 2013 წლის იანვრის ბოლოს უნდა იმშობიაროს.
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.