11 სექტემბერს, ბერლინში მორიგი საერთაშორისო ავიაკოსმოსური გამოფენა ILA 2012 გაიხსნა. მას მეორენაირად ბერლინის ავიასალონსაც უწოდებენ.
გამოფენას მსოფლიოს 47 ქვეყნიდან ავიაციისა და კოსმოსის სფეროში მომუშავე 1000-ზე მეტი კომპანია, ფირმა და წარმომადგენლობა ესწრებოდა. საავიაციო ტექნიკის სახით, გამოფენაზე 270-მდე სხვადასხვა სახისა და დანიშნულების საფრენი აპარატი იყო წარმოდგენილი. მათი ნაწილი ავიასალონის საფრენოსნო პროგრამაში რეგულარულ მონაწილეობას იღებდა.
გამოფენა დასაბამს 1909 წლიდან იღებს. პირველი ექსპოზიცია სწორედ მაშინ, ქალაქში ფრანქფურტი-მაინზე მოეწყო და სამი თვის განმავლობაში გაგრძელდა. ამ პერიოდში ორგანიზატორები მაყურებლების მოხიბლვას სხვადასხვა საფრენი აპარატებით ცდილობდნენ. სამი წლის შემდეგ გამოფენა ბერლინში გადაიტანეს.
Boeing-747-ის გამოჩენის მომენტისთვის, ის მსოფლიოში ყველაზე დიდი და ტევადი ავიალაინერი იყო. ამ ტიტულს ის 37 წელიწადის მანძილზე - А380-ის გამოჩენამდე ინარჩუნებდა. ფიუზელაჟის დამახასიათებელი ფორმის წყალობით, ის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი თვითმფრინავია. ბერლინის ავიასალონზე წარმოდგენილ ახალ ვარიანტს Boeing-747-8 15000 კმ-ზე 467 მგზავრი გადაყავს. პირველი სერიული ლაინერი გერმანულმა ავიაკომპანია "ლუფთჰანზამ" მიიღო.

უცნაური იერის გამო, ამ თვითმფრინავს "ბელუგა" შეარქვეს. კომპანია "აირბასმა" ის 1990-იანი წლების დასაწყისში, ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან ფრანგულ ტულუზაში "აირბასის" თვითმფრინავების მსხვილი აგრეგატების ჩასატანად შეიქმნა. სულ 5 "ბელუგა" ააგეს.

ახალი პოლონური უპილოტო შვეულმფრენი ILX-27. მწარმოებლების თქმით, ის 215 კმ/სთ-ს განვითარებას შეძლებს. მისი ძირითადი ფუნქცია - სახმელეთო ძალების საცეცხლე მხარდაჭერაა. შეიარაღების განთავსება ორ პილონზე ხდება.

წლევანდელი ბერლინის ავიასალონის კიდევ ერთი სიახლე - გერმანული ფირმა Rheinmetall-ის ჰიბრიდული უპილოტო TU-150. შვეულმფრენს საკმაოდ უცნაური კონსტრუქცია - მიმწოლი ხრახნი და ფრთის ბოლოებზე განლაგებული ორი მზიდი ხრახნი აქვს. მას 220 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება შეეძლება. TU-150-ზე ნავთზე მომუშავე ტურბინა ელექტროგენერატორს ამოძრავებს, რომლის მიერედაც წარმოებული ელექტროენერგია ხრახნების ბრუნვას ხმარდება.

უცნაური იერის ეს შვეულმფრენი კომპანია Eurocopter-ის ქმნილებაა. ექსპერიმენტული X3, 410 კმ/სთ-ს სიჩქარის განსავითარებლად შეიქმნა. მისი ჰიბრიდული კონსტრუქცია სწორედ ამ მიზანმა განაპირობა. შვეუმფრენი ერთადერთ ეგზემპლიარში არსებობს. გასული წლის 12 მაისს, მან 430 კმ/სთ-ს ტოლი სიჩქარე განავითარა.

თურქული საპილოტაჟო გუნდი Turkish Stars. ჯგუფური ფრენები რვა ერთეულ F-5-ის ტიპის გამანადგურებლებზე ხორციელდება. 1992 წელს დაარსებული "თურქული ვარსკვლავები" დღეს თავის კლასში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საპილოტაჟო ჯგუფად ითვლება.

Airbus მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო მწარმოებელი და ამერიკული Boeing-ის ერთადერთი კონკურენტია. მისი თვითმფრინავების ცალკეული ელემენტების წარმოება საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიასა და ესპანეთში ხდება. თავისი არსებობის განმავლობაში კომპანიამ 10 ლაინერი და ერთი სამხედრო-სატრნსპორტო თვითმფრინავი შექმნა.

პილოტების საჩუქარი ბერლინის ავიასალონზე მყოფ მაყურებელს.

ნუკრი მგელაძე