მოგადიშოში ბომბის აფეთქებას ჟურნალისტები ემსხვერპლნენ

მოგადიშოში ბომბის აფეთქებას ჟურნალისტები ემსხვერპლნენ

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ბომბის აფეთქებას სამაუწყებლო კომპანიების 3 ჟურნალისტი ემსხვერპლა, ხოლო 4 - დაიჭრა.

ბომბი დედაქალაქში პრეზიდენტის სასახლესთან ახლოს მდგარ ხალხით სავსე ჩაის სახლში რამდენიმე ადამიანმა ააფეთქა. სუიციდს ემსხვერპლა სომალის ნაციონალური ტელევიზიის ჟურნალისტი ლიბან ალი ნური, ჟურნალისტი და პროდუსერი აბდისატარ დაჰირ საბრი და რადიო "დემოკრატიის ხმის" ერთი ჟურნალისტი. 4 დაჭრილი ჟურნალისტიდან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

დამოუკიდებელი ორგანიზაცია - ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმა (Committee to Protect Journalists) სომალი რეპორტიორებისთვის მსოფლიოში ყველაზე საშიშ ტერიტორიად გამოაცხადა. არსებული მონაცემებით, 1992 წლიდან სომალში 40-ზე მეტი ჟურნალისტი დაიღუპა.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა