კრის დე ბურგის ქალიშვილი Playboy-სთვის გაშიშვლდა

კრის დე ბურგის ქალიშვილი Playboy-სთვის გაშიშვლდა

პოპულარული ირლანდიელი შემსრულებლის და მუსიკოსის, კრის დე ბურგის 28 წლის ქალიშვილი და 2003 წელს "მის მსოფლიოს" ტიტულის მფლობელი როზანა დევისონი მამაკაცების ჟურნალ Playboy-სთვის გაშიშვლდა. მისი ფოტო ჟურნალის ოქტომბრის ნომრის გარეკანს დაამშვენებს.

ჟურნალის გერმანულ ვერსიაში ლამაზმანის შიშველი ფოტოები და ინტერვიუა გამოქვეყნებული. ჟურნალის გარეკანზე როზანა თითქმის მთლიანად შიშველია, მას მხოლოდ ქვედა საცვალი აცვია.

ჟურნალის ფოტოსესია მავრიკიზე მიმდინარეობდა. ფოტოებზე გოგონა ზღვის ფონზე პოზირებს. თუ Playboy Germany-ის ოქტომბრის გამოცემა წარმატებით გაიყიდება, როზანას ამერიკული Playboy-ს საშობაო ნომრის შიშველ ფოტოსესიაზე მიიწვევენ. 

ჰონორარის რაოდენობა ოფიციალურად არ ხმაურდება, მაგრამ გერმანული პრესის მონაცემებით, მას 6 ნულიანი თანხა გადაუხადეს.

მომზადებულია Playboy-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება