ზედმეტად მსუქან პატიმარს სასიკვდილო ინექციას ვერ უკეთებენ

ზედმეტად მსუქან პატიმარს სასიკვდილო ინექციას ვერ უკეთებენ

აშშ-ში, ოჰაიოს შტატის ფედერალურ სასამართლოს მსჯავრდებულმა სასიკვდილო განაჩენის გადადების თხოვნით მიმართა. “მე ზედმეტად მსუქანი ვარ სიკვდილით დასჯისთვის", - აცხადებს პატიმარი.

ამ განცხადების ჭეშმარიტებას მედიკოსებიც ადასტურებენ. სასიკვდილო ინექცია იმ ადამიანებს, რომელთა წონაც 200 კგ-ს აღემატება, მხოლოდ აუტანელ ტკივილს ანიჭებს.

პატიმარ რონალდ პოსტას მკვლელობის გამო მოსამართლემ სასიკვდილო განაჩენი 30 წლის წინ გამოუტანა. 2013 წლის იანვრის შუა რიცხვებში პატიმარს მკლავში სასიკვდილო ინექცია უნდა შეუყვანონ, თუმცა რონალდი მოსამართლეს სთხოვს, რომ სიკვდილით დასჯა გადადონ, რათა მან გახდომა მოასწროს. პატიმარი 218 კგ-ს იწონის.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ფიზიკური და სამედიცინო მონაცემების მიხედვით, არსებობს იმის

ალბათობა, რომ მისი სიკვდილით დასჯის ნებისმიერი მცდელობა გამოიწვევს ძლიერ ფსიქიკურ და ფიზიკურ ტკივილს, ასევე პატიმრის ნელ და წამებით გარდაცვალებას", - აცხადებს რონალდ პოსტას ადვოკატი.

ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ პატიმრის სხეულში ტკივილის გარეშე კათეტერსაც კი ვერ შეიყვანენ. გასულ წელს პოსტას ჩვეულებრივი ნემსის გაკეთებისას, ექთნებმა ვენა მხოლოდ მეოთხე ჯერზე უპოვეს. ადვოკატების განცხადებით, მსჯავრდებულის წონას ვერც სიკვდილმისჯილთა მაგიდა გაუძლებს. რონალდმა უკვე გატეხა ციხის ტრენაჟორი. ის წონაში ვერ იკლებს ნატკენი ზურგისა და მუხლის გამოც. 53 წლის პატიმარმა კუჭზე ოპერაციის გაკეთებაც მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო.

ის, რომ პატიმარს სიკვდილით დასჯიან, გარდაუვალია. ამას არც ადგილობრივი მედია და საზოგადოება ეწინააღმდეგება. ახლა საკითხი სხვაგვარად დგას, მისცემენ თუ არა რონალდ პოსტს დროს გახდომისთვის.

მომზადებულია news.yahoo.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა