ბრედლი კუპერს სიკვდილის ეშინია

ბრედლი კუპერს სიკვდილის ეშინია

მსახიობ ბრედლი კუპერს სიკვდილის ეშინია და როგორც ახლო მეგობრები ამბობენ, ხშირად სტუმრობს ექიმებს და გამოკვლევებს იტარებს. ბრედლის უკვე მანიაკალურ ჩვევად ექცა ექიმებთან სიარული და არც ინტენსიური პლასტიკური ქირურგიის მიმართ არის გულგრილი. ვარსკვლავს განსაკუთრებით ეშინია, კიბო არ დაემართოს, რადგან მამამისი ამ დაავადებით გარდაიცვალა.

"როდესაც 15 წლის იყო, შემთხვევით ნათურის მინით სახე დაესერა. შემდეგ პლასტიკურ ქირურგს მიმართა. სკოლაში თავს ცუდად გრძნობდა, რადგანაც ყოველთვის ფიქრობდა, რომ გოგონები ამ ინციდენტის გამო დასცინებდნენ. ბრედლის განსაკუთრებით ეშინია, რომ ახალგაზრდა მოკვდება", - წერს ჟურნალი National Enquirer.

მომზადებულია National Enquirer-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება