პერის ჰილტონი ჰომოსექსუალებს ბოდიშს უხდის

პერის ჰილტონი ჰომოსექსუალებს ბოდიშს უხდის

ვარსკვლავი პერის ჰილტონი ჰომოსექსუალებს საჯარო ბოდიშს უხდის. პერისმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალების უმრავლესობას შიდსი აქვს.

"ჰომოსექსუალი მამაკაცები მსოფლიოში ყველაზე რქიანები და საზიზღრები არიან. ამ "პრანჭია კაცების" უმეტესობას შიდსი აქვს.", - განაცხადა პერისმა.

პერისმა ეს სიტყვები ტაქსის მძღოლს უთხრა, რომელმაც საუბარი ჩაიწერა და პრესას გადასცა. ჰილტონი იძულებული გახდა, საჯაროდ მოეხადა ბოდიში.

"ყველა, ვინც ახლოს მიცნობს, დაადასტურებს, რომ ჰომოსექსუალი საზოგადოების მხარდამჭერი ვარ. ძალიან მრცხვენია და იმედგაცრუებული ვარ, რადგანაც ჩემმა სიტყვებმა ტკივილი მიაყენა ჩემს მეგობრებსა და გულშემატკივრებს. ნეტა შემეძლოს დროის უკან დაბრუნება, ამ სიტყვებს არ ვიტყოდი", - განაცხადა პერისმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება