"ჩემი ცოლის დაქალების" წინასეზონური ფუსფუსი

"ჩემი ცოლის დაქალების" წინასეზონური ფუსფუსი

ტელესერიალი - "ჩემი ცოლის დაქალები" განახლებული სეზონითა და გალამაზებული ინტერიერით სავარაუდოდ, 25 სექტემბრიდან დაუბრუნდება ეკრანს. შემოქმედებით ჯგუფს აქტიური სამზადისი უკვე დაწყებული აქვს და ახალ სერიებზე ფიქრის პარალელურად, ტექნიკურ თუ სხვა საკითხებსაც აწესრიგებს. სიახლეებსა და "შიდა სამზარეულოზე" პროექტის ერთ-ერთი პროდიუსერი - ირაკლი საღინაძე გვესაუბრება.

- გადაღებები 12 სექტემბრიდან დაიწყო, ამ სეზონის პირველ სერიას კი მაყურებელი 25 სექტემბერს იხილავს. ამჟამად პავილიონის შეკეთებაზე, განახლებაზე, დეტალების დაზუსტებაზე ვმუშაობთ და ტექნიკურადაც ვემზადებით.

- ინტერიერი შეიცვლება?

- არა. უბრალოდ, ინტერიერს რაღაც დეტალები დაემატება და უფრო მეტად გალამაზდება. ნებისმიერი ცვლილება, ვინმეს წასვლა იქნება თუ ახალი გმირის დამატება, ერთბაშად არ მოხდება - ეს იმ მოვლენების ნაწილი იქნება, რომელიც სერიალში გათამაშდება. სამსახიობო დასის თვალსაზრისით, რადიკალური ცვლილება არ იგეგმება. თუმცა, სიახლეები მუდმივად გვექნება! ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა ის არის, რომ ხარისხი მაქსიმალურად გავზარდოთ. ყოველთვის ამ პრინციპით ვხელმძღვანელობდით და მიღებული შედეგითაც ვამაყობდით. თუმცა, გვაქვს საიმისო რესურსი, რომ სერიალი კიდევ უფრო უკეთესი გახდეს როგორც შემოქმედებითი, ისე ტექნიკური თვალსაზრისითაც.

- პერსონაჟებზე ვისაუბროთ. რამდენად რთულია ისეთი ტიპაჟების შერჩევა, რომლებშიც ადამიანები საკუთარ თავს ან ახლობლებს დაინახავენ?

- საზოგადოებას რომ გადახედავ, თავისთავად იკვეთება, თუ როგორი ადამიანები ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში და მათგან ყველაზე საინტერესო ტიპაჟებს ვირჩევთ. ფილმი იმ სიყალბესა თუ გულწრფელობას, კარგსა თუ ცუდს უნდა ასახავდეს, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს. ამის მიხედვით ხდება კონკრეტულ მსახიობში პერსონაჟის დანახვა, მისი "ვიზუალიზაცია". კასტინგის, ბევრი ცდისა და რეპეტიციის შემდეგ უკვე საბოლოო სახე ყალიბდება და ამავდროულად, მუდმივი დახვეწის პროცესი მიმდინარეობს. ამ ყველაფერს სიტუაციურად ვალაგებთ, მერე კი ერთი კონკრეტული სერიის "ჩონჩხს" ვიგონებთ. კრეატიულ ნაწილზე, მთლიანი კონცეფციის მოფიქრებაზე მე, მიშა მშვილდაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთი დევდარიანი ვმუშაობთ. სერიის კონკრეტული სიტუაციების დალაგებაზე მე და ქეთი ვზრუნავთ, ძირითად ნაწილს - დიალოგებს და ა.შ. კი მთლიანად ქეთი წერს; ხუმრობებ-საც თავად იგონებს.

- თქვენს სერიალში იუმორი განსაკუთრებული სახითაა მოწოდებული...

- დიახ. ეს სოციალურად მწვავე სატირაა, ხშირ შემთხვევაში, სასაცილო სიტუაციების ხარჯზე წარმოჩენილი. ეს არის საუკეთესო საშუალება იმისა, რომ ადამიანებს გვერდიდან დაანახვო, თუ როგორ ცხოვრობენ; მათ მიანიშნო, რომ ბევრი ყოფითი მოვლენის, წვრილმანის ფატალურ დრამად გადაქცევა არ შეიძლება; ჯობს, ასეთ სიტუაციებს იუმორით შეხედო და ის, რის გამოც ცრემლებს ღვრიან და განიცდიან, ზოგჯერ უბრალოდ, სასაცილოა...

- წინა სეზონების რეიტინგებით რამდენად კმაყოფილი ხართ?

- "ჩემი ცოლის დაქალებს" სხვა სერიალებს არ შევადარებ, მაგრამ ნამდვილად, ყველაზე წარმატებული გახლდათ როგორც კრიტიკის თვალსაზრისით, ისე გამოხმაურებებით, პოპულარობის მაჩვენებლით და ა.შ. კიდევ უფრო მეტს ველით ახალი სეზონისგან.

- თუ იყო შემთხვევა, როცა ამა თუ იმ სერიისთვის უცხო ადამიანებმა რაიმე დაგიკვეთეს?

- რაიმე იდეოლოგიის გატარების თვალსაზრისით, არანაირი. აი, სარეკლამო შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, ე.წ. "პლეისმენტი" გვაქვს ხოლმე და მაქსიმალურად ვცდილობთ, ამის ინტეგრაცია არაგამაღიზიანებლად მოვახდინოთ. "პლეისმენტის" წესი სწორედ ის არის, რომ პროდუქტი თვალში არ "გამოგეჩხიროს", "ირიბად" უნდა დაარეკლამო, ამ წესს კი მგონი, საქართველოში ჩვენ გარდა არავინ იცავს.

- ახალი სეზონიდან სერიალი ისევ კვირაში ორჯერ გავა "ეთერში" თუ შესაძლებელია, მესამე დღეც დაემატოს?

- კვირაში ორი სერიის მომზადებაც ფაქტობრივად, ფანტასტიკაა, რადგან თითოეულ სერიას კინოს პრინციპით ვიღებთ. სერიალზე ზოგჯერ, ერთდროულად სამი გადამღები ჯგუფი მუშაობს. აქ გადაღება ისეთ პავილიონში არ ხდება, სადაც ბევრი კამერა დგას, მიმდინარეობს ლივე მონტაჟი და სიტუაციას პირდაპირ იწერ. "ჩემი ცოლის დაქალებს" იგივე "პროდაქშენი" აქვს, რაც კინოფილმს. პროფესიონალებს რომ ჰკითხოთ, ყველა დაგიდასტურებთ, რომ ასეთი ტემპით ერთი სერიის გადაღებაც კი რთულია... სერიალზე მუდმივად ორი რეჟისორი მუშაობს - გიორგი ლიფონავა და რატი რამიშვილი, მაგრამ როცა სიტუაცია მოითხოვს, მათ მე ვენაცვლები. სხვათა შორის, კონტრაქტში მითითებულია პუნქტი - "თავდადება". თითოეულ ჩვენგანს უამრავი საქმე აქვს და შეიძლება ითქვას, რომ დღე და ღამე ვმუშაობთ.

- რა დრო ეძლევა მსახიობს როლის მოსამზადებლად?

- მათ ამისთვის მცირე დრო აქვთ, მაგრამ როდესაც მსახიობმა უკვე იცის საკუთარი პერსონაჟის ხასიათი, თვისებები და მასში "ღრმადაა შესული", საქმე უადვილდება. სერიალზე მუშაობისას ან პერსონაჟი იმსგავსებს მსახიობს, ან პირიქით, ანუ ეს ყველაფერი პარალელური ცხოვრებასავითაა... კასტინგის შედეგად კარგი სამსახიობო გუნდი შევკრიბეთ, ამას კი რეჟისორის ოსტატობაც ემატება, რომელმაც ზუსტად იცის, ვის რა დავალება მისცეს, რომ სერიალის მაყურებლისთვის ყველაფერი მისაღები და გასაგები იყოს.

- რომელიმე მსახიობს თუ გამოარჩევთ, რომელთან მუშაობა შედარებით იოლია?

- პროდიუსერის მხრიდან თითოეული მსახიობის შეფასება არასწორი საქციელია. თუმცა, იმის თქმა კი შემიძლია, რომ ზოგიერთი მათგანის მუშაობით კმაყოფილი ვარ, ზოგიერთით - შედარებით ნაკლებად. ძირითადი სამსახიობო ღერძიდან ყველა კარგია.

- ალბათ, სერიალში პატარა მსახიობებს ისევ ვიხილავთ, არა?

- რა თქმა უნდა! ისინი გენიალური ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! არიან, ნიჭიერები. სხვათა შორის, მათ ძალიან დიდხანს ვეძებდით. პატარები დილიდან საღამომდე, გადასაღებ მოედანზე არიან, მაგრამ ამის გამო ერთხელაც არ დაუწუწუნიათ. ადეკვატურები არიან იმ რეალობის, რომელშიც იმყოფებიან და დავალებებს თავს კარგად ართმევენ. დროთა განმავლობაში გაიზარდნენ და დაიხვეწნენ...

- კატოსა და თინას ცხოვრებაში რა შეიცვლება?

- სერიალის საიდუმლოს, რა თქმა უნდა, ვერ გავცემ. თუმცა, ბევრ საინტერესო რამეს გპირდებით... მაყურებელს მოვუწოდებ, რომ სერიალის ყურებისას უბრალოდ ტექსტს ნუ მოუსმენენ, ქვეტექსტიც დაინახონ, რადგან პროდუქტი გაცილებით საინტერესო და ემოციური ხდება მაშინ, როდესაც მას სრულფასოვნად აღიქვამ; ბევრი შრეა, რომლითაც სიამოვნების მიღება, ემოციებით დატვირთვა, უამრავ რამეზე დაფიქრება, რაღაცების გადაფასება ან შეფასება შეიძლება და ამ სიამოვნებას ნუ დაკარგავენ.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება