პაკისტანის მინისტრი "ისლამის უცოდველობის" რეჟისორის სიკვდილში 100 000 დოლარს იხდის

პაკისტანის მინისტრი "ისლამის უცოდველობის" რეჟისორის სიკვდილში  100 000 დოლარს იხდის

პაკისტანის რკინისგზის მინისტრი გულამ ახმად ბილური სკანდალური ფილმის "ისლამის უცოდველობის" ავტორის თავის სანაცვლოდ 100 000 დოლარს გადაიხდის. ფილმი წინასწარმეტყველი მუჰამედის დაცინვას შეიცავს.

ქვეყნის მთავრობა ექსტრემისტულ ინიციატივას მყისვე გაემიჯნა. იგივე პოზიცია დაიკავა მინისტრის პარტიამაც. მინისტრის გადაყენებაზე საუბარი ჯერ არ არის.

მინისტრმა განაცხადა, რომ მზადაა თანხა საკუთარი ჯიბიდან გადაიხადოს. ახმად ბილურმა აღნიშნა, რომ ამ "ჯოლდოს" მოპოვება თალიბებს და ტერორისტული ქსელის "ალ-ქაიდას" წევრებს შეუძლიათ. ამასთან, ბილურის თქმით, მომავალში ჰონორარს მსგავსი ფილმების ავტორების მკვლელობაშიც გადაიხდის.

პარასკევს, პაკისტანში პოლიციისა და ფილმ "ისლამის უცოდველობის" წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა, რომლის შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 200 დაშავდა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით. 

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა